რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ევროკავშირის მისია: ,,დიდ ხურვალეთში სიმშვიდეა"
,,დიდ ხურვალეთში სიტუაცია მშვიდია" - ამ განცხადებას ტვიტერზე
ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰუგი ავრცელებს. პოსტის
მიხედვით, გამყოფ ხაზთთან, რომელიც სოფელს ორად ჰყოფს, ის გორის
მერთან ერთად იმყოფებოდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე გუშინაც იმყოფებოდა. მისიის წევრები მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ მაშინაც ნახა, როდესაც, მისი თქმით, ნაკვეთებში რუსი სამხედროები შევიდნენ.
დღის მეორე ნახევარში გავრცელდა მისიის წარმომადგენლობის განცხადებაც: ,,ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მაგრამ ჩვენ არ აღგვირიცხავს ინციდენტები. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად."
,,ხურვალეთში სიმშვიდეა და დაძაბულობას არ აქვს ადგილი. შევხვდი მოსახლეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. პანიკის საფუძველი არ არსებობს და მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ჩვენ ადგილობრივებთან გვაქვს კომუნიკაცია და დღეს, ისევე როგორც გუშინდელი შეხვედრის დროს აცხადებენ, რომ პანიკისა და საფრთხის საშიშროება არ არსებობს. ჩვენთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ." - აცხადებს გორის მერი, რომელიც ხურვალეთში დღესაც იმყოფებოდა.
13 მარტი
ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 15 მარტს, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთს დაამუშავებს. ამისათვის, მან სამართალდამცავებს უსაფრთხოების ზომების მიღება სთხოვა.
14 მარტი:
ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვით, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრები პროვოკაციას და ე.წ. საზღვრის გადაკვეთას გეგმავენ. დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ისინი მზად იყვნენ ე.წ. საზღვარი დაეცვათ და ნებისმიერი პირი, ვინც ამ ხაზს გადაკვეთდა, დაპატიმრებული იქნებოდა.
15 მარტი
შუადღეს, 13 საათზე ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით: ,,sos, ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და დაიკავეს სოფლის შესასვლელი"
13:20 წთ-ზე ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერმა მხარდამჭერებს ხურვალეთში წასვლისკენ მოუწოდა. ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ხურვალეთის I საგუშაგოსთან გზა გადაკეტილი დახვდათ.
ადგილობრივების კომენტარები:
პარალელურად, qartli.ge უკავშირდება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ შორის, სკოლის პედაგოგებს. სკოლა გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარეობს. პედაგოგი ზიზი კურმაშვილი აცხადებდა, რომ სასწავლო პროცესმა ისე ჩაიარა, რომ არც პედაგოგებს და არც მოსწავლეებს რუსი სამხედროები სოფელში შესული არ უნახავთ.
qartli.ge ასევე დაუკავშირდა სოფლის წარმომადგენელს ირინა მაყიშვილს, რომლის განცხადებით, სოფელში რუსი სამხედროები არ შესულან; ისინი მხოლოდ იმ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, სადაც სავარაუდოდ დავით ქაცარავას მიწის დამუშავება ჰქონდა გადაწყვეტილი.
17 საათზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ხურვალეთის საგუშაგო ჟურნალისტებისთვის გაიხსნა. მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.
სოფლის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი მოსახლეობა აცხაადებდა, რომ პანიკა უსაფუძვლოდ შექმნეს. რამდენიმე მათგანი რუსი სამხედროების პატრულირებას ყოველდღე ხედავს, თუმცა დღეს განსაკუთრებული მათთვის არაფერი მომხდარა.

ქრონიკა:

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები