რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
სასამართლო პროცესზე გორში მოკლული 8-წლის გოგონას დედა დაკითხეს
"ბრალდებულს კი­თხვე­ბი მე და­ვუს­ვი. მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის მი­ზე­ზი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, პა­სუ­ხი ვერ გამ­ცა" - ამის შე­სა­ხებ ჟურნალისტებს გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის დე­დამ, ნა­თია ლა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ის დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­კი­თხა. პრო­ცესს ბრალ­დე­ბუ­ლიც ეს­წრე­ბო­და. თუმ­ცა, რო­გორც ლა­ლი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, დაკავებულს კუ­ჭის ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზით პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა სურ­და.

„ბრალ­დე­ბულს არა­ნა­ი­რი კი­თხვა არ ჰქო­ნია, რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ჩვე­ნე­ბას, ბავ­შვის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რე, რო­გორ, რა გზით და­დი­ო­და სკო­ლა­ში, იმ დღეს რა ეცვა და ა.შ. და ვიც­ნობ­დი თუ არა, იმ ავად­მყოფს. მას კი­თხვე­ბი მე და­ვუს­ვი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, პა­სუ­ხი ვერ გამ­ცა. ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც მი­პა­სუ­ხებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის, მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის მი­ზე­ზი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ „კუჭი ტკი­ვა“ და ვერ ლა­პა­რა­კობს, ენა გა­და­ეყ­ლა­პა. პი­რა­დად ჩემ­თვის ეს არ უთ­ქვამს, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ა­ცხა­და, კუჭი მტკი­ვაო და პრო­ცე­სის ჩაშ­ლას ითხოვ­და. რა თქმა უნდა, მო­სა­მარ­თლემ არ გა­და­დო, რად­გან ექი­მის მიერ არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი და იცი­ან, რომ არა­ფე­რი აწუ­ხებს. ახ­ლაც შე­ა­მოწ­მეს და არა­ნა­ი­რი კუჭი არ აწუ­ხებს", - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე მე­დი­ას­თან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა საქ­მის პრო­კუ­რორ­მაც. ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის თმქმით, პრო­ცე­სი "საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რი იყო".

"მან (დე­დამ) სა­სა­მარ­თლოს მი­ა­წო­და ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ზო­გა­დად, ბავ­შვის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რი პრო­ცე­სი იყო. მან ისა­უბ­რა ასე­ვე მკვლე­ლო­ბის დღეს ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რა ნივ­თე­ბი ჰქონ­და თან, რო­გორ გა­ი­გო მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ძებ­ნის პრო­ცეს­ზე და შემ­დეგ ბავ­შვის ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­ზე და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია, რაც მას, რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ჰქონ­და", - გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 25 მარტს, 13:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი და­ა­კა­ვეს.

წყარო: ,,ინტერპრესნიუსი"
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.