რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული პროკურორის საქმე
2018 წლის 30 აპრილს პოლიციამ რუსეთის მიერ ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელიც კრასნოდარის მხარის ერთ-ერთი ქალაქის პროკურორის თანაშემწე იყო.

საქმის მასალების შესწავლით გაირკვა, რომ ძებნილი ზ.შ-ს მასალები საქართველოს პროკურატურამ რუსეთისგან გამოითხოვა. მოსამართლის განჩინებით საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 6 თვით 2018 წლის 30 ოქტომბრამდე შეუფარდეს.

ამ პერიოდში რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქემ თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა, საიდანაც პასუხად უარი მიიღო. უარის შესახებ გადაწყვეტილება ძებნილმა მოქალაქემ სასამართლოშიც გაასაჩივრა. ვიდრე სასამართლო მისი თავშესაფრის საკითხს განიხილავდა, მანამდე,  საექსტრადიციო პროცედურები ჩაუტარეს და გაგზავნეს საკუთარ მხარეში.

მექრთამეობაში შუამავლობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის აღება - ასეთი იყო კრასნოიარსკის მხარის სასამართლოს მიერ 2016 წელს გამოტანილი განაჩენის ფორმულირება. ეს მასალები საქართველოს პროკურატურამ რუსეთის ფედერაციისგან მიიღო. განაჩენის მიხედვით, ყოფილი პროკურორის თანაშემწეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

რა ჩაიდინა პირმა, რომელიც საქართველოში დარჩენას ითხოვდა?

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ კრასნოდარსკის მხარეში პროკურატურამ, ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური შემოწმება დაიწყეს. ფინანსური შემოწმების ინიციატორი პროკურორის მოადგილე იყო. ეს ამბავი შემთხვევით გაიგო პროკურორის მოადგილის მძღოლმა, რომელმაც პროკურორის თანაშემწეს აცნობა.

პროკურორის თანაშემწემ და პროკურორის მოადგილემ მოილაპარაკეს, რომ საწარმოს დირექტორისთვის ქრთამის სახით თანხა გამოერთმიათ. მოლაპარაკების და შუამავლის პროცესს აწარმოებდა პროკურორის თანაშემწე.

თანაშემწე და მოადგილე შეხვდნენ ქარხნის დირექტორს და განუცხადეს, რომ 200 000 რუბლის გადახდის შემთხვევაში, ფინანსურ შემოწმებას შეწყვეტდნენ. ქარხნის დირექტორი თანხის გადახდას დაპირდა. ფულის გადაცემის დრო და ადგილიც შეთანხმდა.

როგორც ირკვევა, 200 000 რუბლი მოადგილესა და თანაშეწმეს შორის უნდა განაწილებულიყო. ქალაქის პროკურორი დაარწმუნეს, რომ ფინანსური შემოწმების მასალები არ შეიცავდა სათანადო მტკიცებულებებს და საქმე საგამოძიებო ორგანოდან გამოათხოვინეს.

ქარხნის დირექტორმა ქრთამის სახით 200 000 რუბლი ჯერ პროკურორის მოადგილეს მანქანაში გადასცა, ფაქტზე რუსეთის სამხარეო შს სამინისტროს წარმომადგენლებმა წაასწრეს. პროკურორის მოადგილეს მათტან ,,ითანამშრომლა" და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, ამ ფულით პროკურორის თანაშემწესთან გაემგზავრა. პროკურორის მოადგილემ ეს თანხა პროკურორის თანაშემწეს გადასცა. თანაშემწეც დააკავეს.

მას ადგილობრივმა სასამართლომ გირაო შეუფარდა, რის შემდეგაც, პროკურორის თანაშემწე საქართველოში გაიქცა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მოითხოვა მისი ექსტრადირება რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა.

საქართველოს სასამართლოს პოზიცია

საქართველოს სასამართლოს აზრით, საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ზ. შ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ რ-ის ფედერაციაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

სასამართლოსთვის დაუსაბუთებელი აღმოჩნდა ადვოკატის მითითება იმის შესახებ, რომ ზ. შ-ის ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის მასშტაბური ხასიათის გამო, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.