აუდიტის ჯგუფმა, შერჩევის მეთოდით, დაათვალიერა ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა რიგი შეუსრულებელი სამუშაოები, რაც ასევე დასტურდება პასუხისმგებელი პირის შემოწმებით.
საქმე იმაშია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ყველა აღნიშნულ სამუშაოს (2012-2013 წწ) ანგარისწორების მასალებს თან ინსპექტირების ჯგუფის დასკვნები, საექსპერტო შეფასებები და მიღება-ჩაბარების აქტები ერთვის. სადაც ცალსახად დადასტურებულია სამუშაოთა სრულად შესრულება. წედისელები სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში საუბრობდნენ. იხ. აქ:
ამას გარდა, სოფელ ატენში, სასმელი წყლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კერძოდ გარდატენის უბანში არ არის შესრულებული შემდგომი შამუშაოები: წყლის რეზერვუარის იზოლაცია ბიტუმით; რეზერვუარის მონტაჟი მიწის მიყრით; ქსელისთვის მე-3 კატეგორიის გრუნტის დამუშავება და მილის გარშემო გაფხვიერებული მიწის მიყრა შესრულებულია ნაწილობრივ.
სოფელ ტინისხიდში, პირველ და მეორე უბნებზე სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოებიდან არ არის შესრულებული საერთო მოხმარების ონკანის მოწყობისა და ქსელთან მიერთების სამუშაოები. სისტემა არ ფუნქციონირებს და მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. შედეგად, ორივე უბანში სამუშაოების დარჩენილი ნაწილის შესრულების შედეგადაც კი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები არ გაუმჯობესებულა.
2012-2013 წლებში მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერი პროგრამის“ განსახორციელებლად სულ 4 მლნ 032 500 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, სამუშაოთა შერჩევისა და შესრულების პროცესში, რიგ შემთხვევებში არ არის დაცული პროგრამის მიზნობრიობა და კრიტერიუმები, კერძოდ:
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებიდან, აუდიტის პირობებში სულ ათვისებული იყო 532,9 ათასი ლარი (13,2%) რომელიც არ მოხმარდა სოფლის მოსახლეობის საჭიროების დაკმაყოფილებას.
სოფლის პროგრამიდან დაფინანსებულია ისეთი პროექტები, რომლებიც ბოლომდე ვერ დასრულდა და პროექტით სარგებლობის საშუალება მოსახლეობას არ მიეცა. მაგალითად, ნიქოზის თემის სამ სოფელში 2012 წელს დაწყებულია სარიტუალო სახლების მშენებლობები, თანხით 56,4 ათასი ლარი. პროექტების დასრულება იმავე წელს ვერ მოხერხდა, გამოყოფილი თანხების უკმარისობის გამო, ხოლო მომდევნო წელს სხვა პრიორიტეტები დასახელდა სამუშაოები აღარ გაგრძელდა.
სოფლებში თედოწმინდასა და მარანაში 2012 წელს პროგრამით გამოყოფილი თანხიდან 31,4 ათასი ლარით შესყიდული და მოწყობილია გაზის მილები, რომლებიც არ არის მიერთებული ცენტრალურ მაგისტრალზე, ხოლო 2013 წელს აღნიშნული პროექტები აღარ გაგრძელებულა. დახარჯული თანხის მიუხედავად , სოფლის მოსახლეობას სარგებელი არ მიუღია.
2012 წლს სოფელ კოშკაში და 2013 წელს სოფელ ორთაშენში საერთოდ არ აუთვისებიათ პროგრამით გამოყოფილი თანხა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით სოფელ კოშკაში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტი ვერ განხორციელდა გამოყოფილი თანხის სიმცირის გამო, ხოლო სოფელ ორთაშენში, სადაც შენობის შეძენა იყო გათვალისწინებული, შესაბამისი ფართი ვერ მოიძებნა.
2013 წელს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,გორიგზამშენთან“ მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე, ღირებულებით 169,8 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მიწოდების ვადა იყო 2013 წლის 20 ოქტომბერი, რომელიც შეთანხმების საფუძველზე გადაიწია იმავე წლის 10 ნოემბრამდე. ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელმა 8 ნოემბერს მიმართა მუნიციპალიტეტს წერილით, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოები დაასრულა და ხელშეკრულება ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გაფორმებულია, რის საფუძველზეც მას აღარ დაეკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე.
როგორც წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნიდან ირკვევა, მიმწოდებელმა ხელშეკრულება გააფორმა არა მიწოდების ვადის ამოწურვამდე, არამედ 2014 წლის 3 იანვარს, 53 დღის შემდეგ ვადაგადაცილების გამო, ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, შპს ,,გორგზამშენს“ შეიძლებოდა დარიცხვოდა პირგასამტეხლო 27,0 ათასი ლარის ოდენობით, რაც მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია.
მთავარ ფოტოზე: წედისის სასმელი წყლის რეზერვუარი, გადაღებულია 2012 წელს.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები