რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ექიმთა მაძიებლების ნაწილს მუშაობა არ სურს - მინისტრის მოადგილე
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების სამედიცინო დაწესებულებებისათვის რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. რეზიდენტთა ნაწილი, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ექიმთა მაძიებლები არიან, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებაზე უარს აცხადებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღებისას, რეზიდენტებს გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაეკისროს. ამ მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეული ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციიდან და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებიდან მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პრობლემას ადამიანური რესურსების ნაკლებლობა წარმოადგენს, რათა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მთიან დასახლებებში ექიმებმა იმუშაონ. განსაკუთრებით ეს  ტუბერკულიოზისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროებს ეხება. მინისტრის მოადგილე ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ ამ სფეროში, ახალი თაობიდან, საექიმო მაძიებლების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

მისი ინფორმაციით, ფთიზიატრია და ფსიქიატრია საქართველოში დაბერებადი პროფესიაა. მაგალითად, დასაქმებული ფთიზიატრების 69.8% წინა-საპენსიო და საპენსიო ასაკისაა (≥ 55 წელზე). ხოლო ფსიქიატრიაში სერტიფიცირებული ექიმების 66% არის 50 წელს გადაცილებული.

მინისტრის მოადგილის ცნობითვე, ახალგაზრდების შემოდინება ნაკლებად ხდება საექიმო სპეციალობაშიც - "პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია)". რეესტრში დაფიქსირებული 110 სპეციალისტიდან 72 (65%) არის 50 წელს გადაცილებული.

,,ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად მიგვაჩნია, გაფართოვდეს იმ რეზიდენტების წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი." - სწერს მინისტრ დავით სერგეენკოს მისი მოადგილე.

სარეზიდენტო პროგრამებში 2019 წელს ჩარიცხული მაძიებლები შემდეგ საექიმო სპეციალობებზეც იქნებიან - "პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია)", "ფსიქიატრია", "ფთიზიატრია-პულმონოლოგია", "ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია"

სარეზიდენტო პროგრამებში იქნებიან ის საექიმო სპეციალობის მაძიებლები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 000-ზე ნაკლები.

იხ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის წერილი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.