რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქარელში მერის მოადგილე შეცვალეს
ქარელის მერის მოადგილემ მერი არხოშაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის
შესახებ qartli.ge-ს თავად განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება
ქარელის მერმა მიიღო.
"ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის მერმა მიიღო, თუმცა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავედი" - აცხადებს ქარელის მერის ყოფილი მოადგილე.
მერი არხოშაშვილი, რომელიც ზაზა გულიაშვილის მოადგილედ 2014 წლიდან მუშაობდა, ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ზაზა გულიაშვილსაც დაუკავშირდა. ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა მიზეზებზე არ ისაუბრა, თუ რატომ გახდა აუციელებლი სკადარო ცვლილებები.
"მერიმ თვითონ მთხოვა სხვა სამსახურში გადაყვანა, თუმცა გადაწყვეტილება მე მივიღე საკადრო ცვლილებებზე" - ამბობს გულიაშვილი.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის აწ უკვე უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე დაინიშნა, რომელიც მუნიციპალიტეტრში 2014 წლიდან მუშაობს.
შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ბოლო რამდენიმე კვირაში სამმა მერმა მოადგილე შეცვალა. ბოლო ცვლილება ხუთი დღის წინ მოხდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მოადგილედ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ როსებაშვილი დაინიშნა, უფრო ადრე კი ცვლილება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელდა. კონსტანტინე თავზარაშვილის პირველ მოადგილედ 28 წლის პოლიციელი ერასტი ელიჯარაშვილი დაინიშნა.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები