რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შმაგის ამბავი
1990 წლის 6 იანვარს ,,წმინდა ილია მართლის საზოგადოების" წევრებს
,,ატყობინებენ", რომ გორის რაიონის სოფელ ღვარებში, ეთნიკური ოსი
მოსახლეობა იარაღს აგროვებდა. ეს სოფელი წედისი-ოლოზის მხარეს
მდებარეობს, მდინარე ათრევას ხეობაში. ათრევა მდინარე ტანას მარცხენა
მხრიდან ატენთან უერთდება.
სწორედ მდინარე ათრევას პირზე 25-წლის შმაგი სამნიაშვილს სანადირო თოფს ესვრიან. რამდენიმე დღის შემდეგ, რუსულნომრიან ,,09"-ში, სოფელ ბერბუკთან კოსტავას საზოგადოების წევრს - გელა ხორავას ნახულობენ გარდაცვლილს. მას ჯიბეში წერილი უპოვეს, სადაც ეწერა, რომ შმაგი სამნიაშვილი მას შემოაკვდა. ამიტომაც, თავს ვიკლავო.
შმაგის მეგობარი ზაზა ადუაშვილი ამბობს, რომ რეალური მკვლელი ისევ ქართველი იყო. მისი ინფორმაციით, არსებობდა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც მკვლელობის ფაქტს უარყოფდა.
ზაზა ადუაშვილი (მეგობარი) - ,,შმაგიმ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც მცდარი აღმოჩნდა და ღვარებში წაიყვანეს"
,,შმაგიმ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი ეთნიკურად ოსებისა გარკვეულ შეიარაღებას მალავდნენ სოფელ ღვარებში და ამ ინფორმაციის საფუძველზე წავიდა იქ შმაგი და კიდევ 4-5 კაცი. მას მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მოკლეს. სანადირო თოფიდან ესროლეს ლავიწის ძვალთან, რომელმაც არტერია დაუზიანა და ადგილზე გარდაიცვალა. გაკვეთას მე ვესწრებოდი. მეორე დღესვე, სადღაც ბერბუკთან, დღეს რომ მაგისტრალია, რუსულ მანქანაში 09-ში იპოვეს გარდაცვლილი ადამიანი, რომელსაც ვითომდა წერილი ამოუღეს, რომ შმაგი შემოაკვდა და ამის გამო თავი მოიკლა. ეს იყო ვინმე ხორავა. რისიც, რა თქმა უნდა, არ გვჯერა. იყო სხვა ეჭვმიტანილიც, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ მას არ მოუკლავს. თანმხლები პირებიდან კი არავინ ამბობდა, რა მოხდა. ეს ეთნო-კონფლიქტის ჩარჩოებშიც ჩასვეს, რაც ასევე სიცრუეა. ამ ამბის რეალური გამოძიება არ მომხდარა" - ამბობს ზაზა ადუაშვილი.
შმაგი სამნიაშვილი - ბავშვობაში
ეროვნული გმირი შმაგი სამნიაშვილი დაიბადა 1963 წლის 13 იანვარს. 1990 წლის 6 იანვარს კი სოფელ ღვარებში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. შმაგი, გარდა იმისა, რომ გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ,,წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრიც" გახლდათ. სწორედ მას უკავშირდება გორში ეროვნული მოძრაობის გააქტიურება.
მისი ბავშვობის მეგობარი მერაბ ჭანკოტაძე იხსენებს რომ შმაგი ძალიან უცნაური და იდივიდუალური პიროვნება იყო და მასში გაცხოველებული იყო პატრიოტიზმის გრძნობა.
,,მას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა თუმცა ყოველთვის მარტოსული იყო" - ამბობს მერაბ ჭანკოტაძე.
მეგობრები მის ტრაგიკულ ბავშვობაზე საუბრობენ.
,,მან საკუთარი დედა ნახა, როგორ შთანთქა ცეცხლმა. მაშინ ის ძალიან პატარა იყო, თუმცა ეს მისთვის ძალიან ტრაგიკული თემა იყო. ის ამაზე არასოდეს საუბრობდა" - ყვება მერაბ ჭანკოტაძე.
სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, ის დიდმა დეიდებმა (პაპის ძმის შვილებმა) კატო და ნინა სამნიაშვილებმა მშობლიური კასპიდან გორში წამოიყვანეს და გაზარდეს. სკოლაც გორში დაამთავრა.
შმაგი თავდაპირველად დედის გვარს ატარებდა და კიტრიაშვილი იყო. სკოლა კიტრიაშვილის გვარზე დაამთავრა. ინსტიტუტში კი უკვე სამნიაშვილი გახდა.
,,რადგანაც კატო და ნინა სამნიაშვილები ზრდიდნენ, გვარიც მისცეს. მამას არასოდეს ახსენებდა. მისმა უახლოესმა მეგობრებმაც კი, მისი მამა მხოლოდ შმაგის დაკრძალვის დღეს ნახეს. სიცოცხლეში შმაგის მასთან კონტაქტი არ ჰქონდა." - ამბობენ მეგობრები.
შმაგი სამნიაშილი თავდაპირველად ამჟამინდელი 9 აპრილის ქუჩაზე დაკრძალეს, შემდეგ კი 2004 წელს, გორის საკრებულოს ინიციატივით, კვერნაკზე, სამების ეკლესიასთან გადაასვენეს. იგი პირველი იყო, ვინც იქ დაასვენეს.
ქუჩას, სადაც ცხოვრობდა, შმაგის ქუჩა ეწოდა, თუმცა 2008 წლის შემდეგ გადაარქვეს და დღეისათვის სამების ქუჩაა. გორს სამნიაშვილის სახელობის ქუჩა აღარ აქვს.
მისი მეგობრები დარწმუნებულნი არიან, რომ შმაგი მოკლეს, თანაც ქართველებმა. ,,შმაგის არსებობა ხელს უშლიდა ადგილობრივ ხელისუფლებას " - ამბობს მერაბ ჭანკოტაძე.
(ფოტო - გორის არქივი) გორი, თეატრის სკვერი - 9 აპრილის მოშიმშილეები, 1989 წელი
მერაბ ჭანკოტაძე იხსენებს ფრაგმენტს მისი და შმაგის ბოლო ერთობლივი სპექტაკლიდან მერაბ ელიოზიშვილის ,,ბელიკა", სადაც შმაგის პერსონაჟი ლალე, რომელსაც სახრჩობელაში აქვს თავი გაყოფილი, თავის ჯალათს, მერაბ ჭანკოტაძის პერსონაჟს ეკითხება - რა ფერია თავისუფლება. ჯალათი პასუხობს, რომ თავისუფლება ოქროსფერია, თანაც ბაჯაღლო ოქროსფერი და თანაც მრგვალი. ჯალათი შემდეგ იგივეს ეკითხება შმაგის პერონაჟს და ის პასუხობს, რომ თავისუფლება სისხლისფერია.
სახლი, სადაც შმაგი დეიდებთან ერთად ცხოვრობდ,ა უკვე მრავალი წელია რჩეულიშვილების საკუთრებაა და პირვანდელი სახე მთლიანად დაკარგული აქვს.ნანული რჩეულიშვილის თქმით კატო და ნინა სამნიაშვილები მის მეუღლეს მამიდად ეკუთვნოდნენ და შმაგის გარდაცვალების შემდეგ ისინი პატრონობდნენ მოხუცებულ დებს. მათი გარდაცვალების შემდეგ კი სახლი რჩეულიშვილების საკუთრებაში გადავიდა.
სახლი, სადაც შმაგი სამნიაშვილი ცხოვრობდა გორში - ამჟამად შმაგის ქუჩა
ჭანკოტაძე ასევე იხსენებს რომ შმაგის ძალიან უყვარდა ციფრი 13. თვლიდა რომ ბედნიერი ციფრი იყო. დაიბადა 13 იანვარს და ბედის ირონიით ასევე 13 იანვარს დაკრძალეს.
ეროვნული მოძრაობის პირველ წლებში საკუთარი წევრების მკვლელობის ფაქტებს ემიგრაციაში მყოფი მარლენ თოფაძე უკავშირებს ფინანსურ მაქინაციებს, რომელიც ადგილი ჰქონდა კოსტავას სახელობის ფონდის ხარჯვის დროს. ამ ფონდს ხელმძღვანელობდა ვაჟა ადამია.
,,1989 წელს საქართველოში ადგილი ჰქონდა სტიქიას. ვაჟა შარვაშიძემ მერაბ კოსტავას 1989 წელს შესთავაზა იდეა, ჩამოეყალიბებინათ საქართვლოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი, რომლის საშუალებითაც დაზარალებულ მოსახლეობას ჩაასახლებდნენ ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ნაკლები იყო. შერვაშიძის იდეის მიხედვით განსახლება უნდა მომხდარიყო არა ჩუქებით, არამედ სარგებლობაში გადაცემით და გაყიდვის მცდელობის შემთხვევაში უკან გამოსყიდვის უფლებით. ამ შემთხვევაში ტერიროტიები კვლავ საადგილმამულო ფონდს დარჩებოდა. მერაბ კოსტავამ მოიწონა კავშიის დამყარება საზღვარგარეთ მაცხოვრებელ ქართველ და აფხაზ პირებთან და 1989 წლის 1 სექტემბერს ვაჟა შარვაშიძესთან, ვაჟა ადამიასთან და მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან ნოდარ ჭითანავასთან ერთად ფონდი დაფუძნდა. პოლიტიკური ორგანოს სათათბიროს თავმჯდომარედ ვაჟა ადამია აირჩიეს, გამგეობის იურიდიული პირის თავმჯდომარედ კი ივანე შარვაშიძე. აღნიშნული ფონდი ფინანსდებოდა როგორც სახელმწიფო ისე კერძო შემოწირულობებით. ნოდარ ჭითანავამ, ერთ-ერთმა პირველმა 10 მილიონი მანეთი გადაურიცხა ფონდს. რაც შემეხება მე, მილიონ ორასი ათასი ლარი მანეთი პირადად ჩავდე ამ საქმეში. 1989 წლის 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ აღნიშნულ ფონდს მერაბ კოსტავას სახელი მიენიჭა. კოსტავას სიკვდილის შემდეგ ამ ფონდიდან დაიწყეს იარაღის შესყიდვაც კი და ვინც ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა, მოიშორეს" - წერს მარლენ თოფაძე და, ჩამოშორებულ პირთა გვარებს შორის, ასახელებს შმაგი სამნიაშვილს.
გერმანიაში მყოფი ემიგრანტი წერს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ფონდის უკანონო ხარჯვას ეწინააღმდეგებოდნენ, სხვადასხვა მეთოდით მოიშორეს.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები