რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ეღირსება თუ არა ატენს სასმელი წყალი? - საკრებულოს წევრები სოფელს ესტუმრნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენს საკრებულოს წევრები ესტუმრნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს" წევრები ავრცელებენ.
მათი თქმით, სტუმრებმა ის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა დაათვალიერეს, რომელიც 2016 წელს დაიწყო და დღემდე ვერ დამთავრდა. საქმე ეხება სასმელი წყლის მილიონიან პროექტს.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიხეილ გოგინაშვილს ამავე სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ვანიშვილმა უმასპინძლა. მიხეილ გოგინაშვილის ცნობით, ადგილზე მოსახლეობისგან, სოფლის პრობლემების შესახებ, ინფორმაცია პირადად მოისმინა.
ატენში მიმდინარე სასმელი წყლის რეაბილიტაცია არის ის პროექტი, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ანგარიშის წარდგენის დროს, საუბარს ერიდებიან.
ამჯერად, პროექტის მესამე ეტაპის დასრულების ვადა მაისამდე გადასწიეს. სამშენებლო კომპანია ,,ნიუმშენის" დირექტორის მიმართვის საფუძველზე, მერიამ მესამე ეტაპის დასასრულის თარიღი 15 მაისით განსაზღვრა. მესამე ეტაპი ჯერ 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ - 23 მარტს. ამჯერად, 15 მაისს.
პარალელურად, ატენში საჭირო გახდა მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჩატარება. მთავრობამ თითქმის ნახევრი მილიონი ლარი, სათავეში დაკარგული გრუნტის წყლის მოსაძებნად, გამოყო.
სოფელ ატენში სასმელი წყლის პროექტი 2016 წელს დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე გააკეთეს მთავარი მაგისტრალი, რეზერვუარები, სათავე ნაგებობა. მესამე ეტაპზე კი, გამრიცხველიანება და დარჩენილი უბნების დაქსელვა.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები