რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხოჯევანიშვილი: ,,როგორც ინვესტორის წარმომადგენელს, გორის დილას დაკომპლექტებაში მონაწილეობა არ მიმიღია"
გორის ,,დილამ" ბოლო შეხვედრები წარუმატებლად ჩაატარა. ამის გამო, გულშემატკივარი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

სოციალურ ქსელში ,,დილას" ოფიციალურ გვერდზე ადმინისტრაციას ცვლილებებისკენ მოუწოდებენ. გუშინ, ,,დილა" გამოეთიშა დავით ყიფიანის თასისთვის გათამაშებას.

გორის ,,დილასთვის" ებრაელმა ინვესტორებმა 2016 წლიდან დაიწყეს ზრუნვა. მათი წარმომადგენელი მაშინ შიდა ქართლის ამჟამინდელი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო. მან 2018 წელს 38 000 ლარი აიღო ხელფასის სახით.

გუბერნატორი აცხადებს, რომ გუნდის წარმომადგენლობას და პირადად მას მონაწილეობა არ მიუღია. ის მხოლოდ ინვესტორებთან შუამავლის ფუნქციას ასრულებდა.

2016 წელს, ,,დილას" ადმინისტრაცია წერდა, რომ ებრაელი ინვესტორები გორში, ფეხბურთელების და არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ გრძელვადიანი პროგრამის დასაწყებად, ჩამოვიდნენ, რაც კლუბს გაზრდასა და გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა.

,,ახალმა მფლობელებმა კლუბის სამომავლო ზრდის შესაძლებლობები გამოიკვლიეს, რისთვისაც შეისწავლეს რამოდენიმე ვარიანტი პირველი გუნდისთვის ახალი სავარჯიშო მოედნის ასაშენებლად, ასევე ადგილობრივი და ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის პროფესიული ფეხბურთის აკადემიის მშენებლობის შესაძლებლობები. უნდა ითქვას ისიც, რომ მფლობელები ქალაქ გორს და მთლიანად რეგიონს ხედავენ, როგორც ძირითად პარტნიორს და მოკავშირეს კლუბის სამომავლო განვითარების საქმეში." - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.