რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრიფინგი გორში
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გორში შეხვედრა გამართა. კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე მიიწვია. გვენეტაძემ მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებაზე და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდეციებზე ისაუბრა.

შეხვედრა გორში, სასტუმროში "ლაქი" გაიმართ

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

წლის დასაწყისიდან, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ირგვლივ მოძრაობდა. მარტში წლიურმა ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მარტის წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. არსებული პროგნოზებით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მიზნობრივი დონისკენ იმოძრავებს. ხაზგასასმელია, რომ მონეტარული პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია და, როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ეგზოგენურ (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელ) ფაქტორებზე არ რეაგირებენ.

საგარეო რისკების შენელებასთან ერთად, 2019 წლის პირველ კვარტალში ეროვნულმა ბანკმა განაგრძო ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის (პოლიტიკის ნორმალიზაციის) პროცესი, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტეცნიურ დონეს, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის ნორმალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. საკრედიტო აქტივობა ზომიერად იზრდება (მარტში წლიური 13 პროცენტი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). წლის პირველი თვეების განმავლობაში გრძელდება სამომხმარებლო დაკრედიტების შემცირება, თუმცა, ამავე დროს, სახეზეა ლარით იპოთეკებისა და ბიზნესის დაკრედიტების გააქტიურება.

საგარეო მოთხოვნა ზომიერ ზრდას განაგრძობს. კერძოდ, პირველ კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 13 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში ზომიერად არის გაზრდილი ტურიზმიდან შემოსავლები (5 პროცენტი) და ფულადი გზავნილები (6 პროცენტი). აღსანიშნავია მიმიდინარე წლის პირველ კვარტალში საქონლის იმპორტის 5 პროცენტიანი კლება. საგარეო სექტორის მიმდინარე დინამიკა 2019 წელსაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 12 ივნისს გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.