რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია {R]
ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. ეს არის სესხი მათთვის, ვისაც აქვთ სტაბილური შემოსავლები, თუმცა უჭირთ ამის დოკუმენტურად დადასტურება.

როგორც ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ახალი საკრედიტო პროდუქტების მიზანია როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომის გაზრდა. "ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი საკრედიტო პროდუქტების ჩამონათვალი, რომ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტები მათზე მორგებული პირობებით და გადახდის გრაფიკით. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, მათ აქვთ შემოსავალი, მაგრამ იმიტომ რომ ვერ ახდენენ მის დადასტურებას დოკუმენტურად, ვერ იღებენ სესხს და უწევთ სხვა, ბევრად ძვირიანი ფინანსების მოძიება. სწორედ მათთვის – ძიძებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, რეპეტიტორებისთვის, ხელოსნებისთვის, მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისთვის, შევქმენით ჩვენი ახალი პროდუქტი" – ამბობს ირაკლი აბაშიძე.

ფინკა ბანკში ასევე, ხელმისაწვდომია ახალი პროდუქტი – საკრედიტო ლიმიტი. საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნობრიობით გამოყენება არის შესაძლებელი. ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე, რაც მომხმარებლისათვის ძალიან მოსახერხებელია: ის ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი.

ავტომობილის მფლობელებისთვის ფინკა ბანკი განაგრძობს ავტო სესხის შეთავაზებას. ავტო სესხის აღება შესაძლებელია 30 წუთში. სესხის აღების დროს ავტომობილის შეფასება ხდება რეალური ღირებულების შესაბამისად, ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის, რაც საერთო ჯამში ამცირებს პროდუქტის ფასს და საინტერესოს ხდის მას მომხმარებლისათვის.

ფინკა ბანკში ამჟამად მიმდინარეობს აგრო სესხების აქციაც, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. დეტალური ინფორმაცია ფინკა ბანკის სესხების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერზე www.finca.ge

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.