რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
აქტიური მერები ეკონომიკური ზრდისთვის [R]
ფოტოზე: დავით
შერაზადიშვილი
"მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ინიციატივაა, რომელიც მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენაა მიმართული. ინიციატივას 2017 წლის იანვარში ჩაეყარა საფუძველი და მის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურად გაძლიერება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებს ეხმარება, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები რეგიონში.
სამოქმედო გეგმების შერჩევის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ზვიად არჩუაძე აზერბაიჯანსა და საქართველოში სწორედ აღნიშნული ინიციატივის კოორდინატორია. იგი გვიყვება, თუ რა პრინციპით მუშაობს ინიციატივა: - "ევროკავშირის ეს ინიციატივა ეფუძნება ერთ მიზანს, დავეხმაროთ აქტიურ მერებს, იყვნენ ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობები თავიანთ ტერიტორიაზე და შექმნან რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი.ინიციატივა ორი მიმართულებით ეხმარება მუნიციპალიტეტებს: ერთი, რომ გაიგონ, თუ რა რესურსები არსებობს თავად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რასაც ეკონომიკური განვითარება სჭირდება; ასევე, ეხმარება, შეიმუშაონ მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები და ამასთან, დაეხმარონ თვითმმართველობებს, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში. მეორე მიმართულებას კი, ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც ევროკავშირი გამოყოფს ფინანსებს იმ აქტიური მერებისა და მუნიციპალიტეტის იმ იდეების განსახორციელებლად, რომელიც ეკონომიკური ზრდისთვისა და განვითარებისკენ არის მიმართული".
ინიციატივაში ჩართული საქართველოს ქალაქების - გორისა და ბოლნისის გამოცდილება ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მერებმა ევროკავშირის მხარდაჭერა რეგიონში აგრო-ბიზნესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ინიციატივაში - "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ჩართვის შემდეგ, ბოლნისმა მონაწილეობა კონკრეტული პროექტის საშუალებით შეძლო და ევროკავშირის გრანტი მოიპოვა.
ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი მერი აბრამიშვილი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი მერი აბრამიშვილი საუბრობს, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლათფორმის ჩამოყალიბება:
"საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დავიწყეთ პარტნიორის მოძიება და ეს პარტნიორი აღმოჩნდა "რეგიონის განვითარების ცენტრი", რომელიც ახლა ჩვენთან ერთად ახორციელებს პროექტს. პირველ ეტაპზე, მათთან ერთად დავიწყეთ დაგეგმვა, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ამ პროექტის ფარგლებში. პროექტის ჩამოყალიბებამდე, შევხვდით სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტებს, მათთან ერთად განვიხილეთ საჭიროებები და შევთანხმდით კონცეფციაზე. შესაბამისად, პროექტი შეიქმნა საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთობლივ სტრატეგიაზე დაყრდნობით. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა პროექტი და 2018 წელს ჩვენ მივიღეთ დაფინანსება, რის შემდეგაც დავიწყეთ პროექტის განხორციელება".
პროექტი 36 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტს აგროცენტრის დაარსებაში დაეხმარება, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს. აგროცენტრი იქნება სივრცე ფერმერებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ მობილური სერვისების მიღებას, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ აგროპროდუქციასთან - ხილის, ბოსტნეულის, ყველის, ხორცპროდუქტების და ღვინის შეფუთვასთან.
ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი, იმ ეკონომიკური ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობს, რაც მუნიციპალიტეტში პროექტის დახმარებით განხორციელდება:
"პროექტის ფარგლებში იქმნება აგროცენტრი, ეს იქნება სერვისი ფერმერებისთვის, რომელიც მიმართული იქნება იმგვარი მომსახურებებისკენ, როგორიცაა ადგილობრივი პროდუქტის შეფუთვა და ღვინის ჩამოსხმა. აგროცენტრი ადგილზე მოემსახურება დაინტერესებულ მეღვინეს და საოჯახო მარნებს, რომ მათ შეძლონ ღვინის ჩამოსხმა და თავიანთ პროდუქტს მისცენ საბოლოო საბაზრო სახე. ეს არამხოლოდ მეღვინეებს დაეხმარება, არამედ ფერმერებსაც მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიანთი პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ, და რა თქმა უნდა, ბაზარზე მათი ღირებულებაც გაზარდონ. გაიტანონ პროდუქცია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზრებზე, არამედ ქვეყნის გარეთ, მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე და შეძლონ თავიანთი წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება".
პროექტის ფარგლებში, რეგიონში, ასევე, იგეგმება კლასტერული ინიციატივების ხელშეწყობა. ბოლნისი 200 წლის წინანდელ გერმანულ მემკვიდრეობას ინახავს, რამდენიმე შენობა უკვე ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. მერი აბრამიშვილი გვიყვება, თუ როგორ იგეგმება პროექტის ფაარგლებში კატარინენფელდის უბნის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა:
ფოტოზე: ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი
"პროექტის ფარგლებში მოეწყობა გერმანელი შვაბების მიერ დატოვებული ისტორიული უბანი კატარინენფელდი და ის მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ამ უბნის ერთ-ერთი პატარა ნაწილის, სტეფანიას ქუჩის ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობა. ამ ეტაპზე, მუშავდება სტეფანიას ქუჩის და ზოგადად, უბნის მარკეტინგული სტრატეგია. კონკურსის წესით, შევარჩიეთ ოთხი ექსპერტი და დაწყებულია აქტიური მუშაობა საზოგადოებასთან. დაინტერესებულები არიან თავად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც. ექსპერტები სახავენ სტრატეგიას, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ მიზანს და კატერინენფელდი გახდეს არა მხოლოდ ტურისტულად მიმზიდველი, არამედ მიმზიდველი ინსვესტორებისთვისაც".ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი ამბობს, რომ ბოლნისს ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი პოტენციალი აქვს - "ცვლილებები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება, დიდ ეკონომიკურ ცვლილებებს მოიტანს ბოლნისისთვის და რა უნდა იყოს მერისთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე იმის თქმაა, რომ ჩემი მიზანია მუნიციპალიტეტში ეკონომიკური ზრდა?! შესაბამისად, ბოლნისი მიყვება პროექტულად დაგეგმილ მიზნებს, რადგან ეს პროექტი არის სწორედ ერთ-ერთი საშუალება, რისი დახმარებითაც მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად განვითარებას შეძლებს", - აღნიშნავს იგი.
ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" დროში გაწერილი არ არის, როგორც ზვიად არჩუაძე, ინიციატივის სამდივნო კოორდინატორი გვეუბნება, ქვეყნის მასშტაბით ინიციატივაში 45-მდე მუნიციპალიტეტია ჩართული და როგორ გამოიყენებენ ისინი ევროკავშირის მხარდაჭერას, მათსავე აქტივობაზეა დამოკიდებული - "აქტიური მერი ნიშნავს, რომ მან უნდა გამოთქვას ჩვენი ინიციატივის წევრობის შესახებ სურვილი და უნდა შემოუერთდეს ჩვენს კლუბს. მერს კლუბში გაწევრიანების შემდეგ აქვს ერთი ვალდებულება, შეიმუშაოს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რაშიც ჩვენ ვეხმარებით და რაც მთავარია, ვალდებულებაც აქვთ რომ ეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ბიზნესთან ერთად გააკეთონ. ეს ვალდებულება არ არის მასზე დამოკიდებული, ამას ამოწმებს შემდეგ ევროკავშირის ინიციატივა, სამდივნო რომელიც ამ პროექტში მუშაობს. შემოწმების შემდეგ, უკვე ცხადი ხდება, თუ რამდენად სწორად ასრულებს ამ ვალდებულებას მერი, თუ გეგმა სწორად არ არის შედგენილი, მას იწუნებენ, ხოლო ვისი გეგმაც სწორადაა გაწერილი და ინიციატივა დადებითად შეაფასებს, მერებს ეძლევათ კიდეც შესაძლებლობა, ევროკავშირის გრანტი აიღონ და ამ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელონ ეკონომიკური ცვლილებები მუნიციპალიტეტში", - შესაბამისად, ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" აგრძელებს მუნიციპალიტეტების გაძლიერებას, რაც თავად ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურ ჩართულობაზეა დამოკიდებული.
სტატია დაიწერა პროექტის "ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო" ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.
ავტორი: თამარ კურატიშვილი

ამავე კატეგორიაში
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები