რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
19-წლის გიდი სტალინის მუზეუმს დაემშვიდობა
,,გახდა 6 საათი, დაიკეტა ი.სტალინის მუზეუმი, დაიკეტა კარი დროებით, თუმცა ჩემთვის სულ.. დავტოვე სამსახური ნებითა ჩემითა. კარგი, მეტიც მშვენიერი თითქმის ერთი წელი მქონდა მუზეუმში." - წერს დავით ილურიძე, რომელმაც საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმში დაახლოებით 1 წელი იმუშავა.

19-წლის სტუდენტი, რომელიც სტალინის საზლ-მუზეუმში გიდად მუშაობდა, ახალი გამოწვევისთვის ემზადება. ილიაუნის კონომცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ახალ სამსახურს ეძებს.

"მუზეუმში გასაუბრებაზე მივედი, მკითხეს, ენები თუ ვიცოდი. რადგან რუსულს და ინგლისურს კარგად ვფლობ. სტაჟირება გამატარეს ერთი თვე და მუშაობაც დავიწყე. ვიზიტორებს, სტალინის შესახებ, ყველაფერს ვუყვებოდი, რაც ექსპოზიციის მიხედვით და გაიდლაინის საშუალებით იყო განსაზღვრული. ძირითადად ინგლისურენოვან ტურისტებთან მიწევდა ურთიერთობა, თუმცა თუ რუსულად მკითხავდნენ იმათაც ვპასუხდობდი" - ამბობს დავბით ილურიძე.

სტუდენტი საბჭოთა ბელადის შესახებ სხვადასხვა ლიტერატურას ეცნობოდა. 

"სტალინზე ყველა ისტორია უნდა გცოდნოდა, სრული ლიტერატურა წავიკითხე, რაც სტალინს ეხებოდა. ეს იმიტომ, რომ ჩემი, როგორც გიდის მუშაობა, ტურისტებს მოწონებოდათ. ერთხელ ვიზიტორებთან შელაპარაკებაც კი მომივიდა. ტურისტთა ჯგუფი ინგლისიდან მიმტკიცებდა, რომ სტალინს 5 ცოლი ჰყავდა. " - იხსენებს სტუდენტი.

დავით ილურიძე  ამბობს, რომ გიდის პროფესია საინტერესოა და ადამიანებთან ურთიერთობა ასწავლა.

,,შეიძლება კარგი გიდი არ ვიყავი, თუმცა ის ვიცი, რომ ჩემი ტურისტების(რომლებიც მყავდა და "ლექციას" ვუტარებდი სტალინზე) უმეტესობა დარჩა კმაყოფილი ჩემით. იყო ოვაციები "ლექციის" დასრულებისას, იყო მხურვალე ტაში, იყო მადლობები, იყო ჩემთან სურათების გადაღება, იყო "სელფებიც" კი, იყო ცალკე სამახსოვროდ მხოლოდ ჩემთვის გადაღებული სურათები. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მაძლევდა. იყო ასევე პროვოკაციები მასიურად, თუმცა მხოლოდ ერთხელ ავყევი (ამიყოლიეს) და გამანადგურეს. იყო კარგი იყო, ცოტა ცუდი. უდიდესი გამოცდილება მივიღე აქ! მარტივი არაა დაუდგე ჯგუფს და ჩაუტარო "ლექცია", იმ ადამიანზე რომელსაც მთელი მსოფლიო ვერ იტანს. თუმცა ვამაყობ იმით, რომ შევძელო გავმკლავებოდი 70იან, 60იან და უფრო მცირე ჯგუფებსაც(პროვოკატორებს) ეს მცირეა რაც მუზეუმში გადამხდა. არასდროს დამავიწყდება დამლაგებლების ოთახში გატარებული დრო! იქ სიცილი, იქაური სითბო. საათობით შემიძლია ვისაუბრო მუზეუმში გატარებულ დროზე." - აღნიშნავს სტუდენტი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.