რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დავით კაპანაძე 1918 წლის 25 მაისს გარდაიცვალა. ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული. მეორე დღეს, 26 მაისს ნოე ჟორდანიას მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ეკლესიური წესით, ის, სავარაუდოდ, 3 დღეში 28 მაისს დაკრძალეს. დავით კაპანაძის შვილებმა მამის საფლავის ქვას ასეთი წარწერა გაუკეთეს:
,,მონობაში გატანჯულო, დაუვიწყარო მამა! - შენი ნატვრა აღსრულდა, საქართველო განთავისუფლდა."
დავით კაპანაძის შთამომავლები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ნაწილი საქართველოშია დარჩენილი, მათ შორის, გორსა და ქარელში.
ქარელში ცხოვრობს დავით კაპანაძის ძმის შვილიშვილის შვილი პეტრე კაპანაძე:
"იყვნენ 4 ძმა კაპანაძეები. იყვო ძალიან ჭკვიანი და შრომისმოყვარე ხალხი, სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულები და ბოსტნეულსა და ბაღჩეულს აწარმოებდნენ, რომლითაც მეფის არმიას ამარაგებდნენ. არმია სურამში იდგა, ისინი ოქროს თუმნიანებს უხდიდნენ. შემდეგ ის ყველაფერი ისევ მიწაში იდებოდა, რადგან კაპიტალი იყო. მეტი მიწა მეტ მოსავალს იძლეოდა. იდგა ძალიან კარგი სახლი, ბოლშევიკების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოართვეს, ჩვენს სახლში გააკეთეს კანტორა, სოფლის ნახევარი დასახლებულია ჩემი პაპის და მისი ძმების მიწებზე, მათ შორის დავით კაპანაძისა" - ამბობს პეტრე კაპანაძე.
როგორც ირკვევა, საფლავის ქვა წლების განმავლობაში მიწაში იყო ჩაფლული. კომუნისტების პერიოდში ბალახითა და მიწით იყო დაფარული. მხოლოდ 80-იან წლებში გაბედა დავითის შვილმა ქვის გასუფთავება:
"შვილმა აღადგინა, სამედიცინო პოლკოვნიკი იყო, ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ მოსკოვში შემდეგ ხაშურში მუშაობდა ქირურგად. ჩვენ არ ვიცოდით, თუ არსებობდა. ახლაც მახსენდება "ბიძიკო იჩქარე ნელა" ეს ტრერმინი იცოდა ხოლმე. ბოლოს ამ სოფელში დასახლდა პატარა სახლი აიშენა. " - იხსენებს პეტრე კაპანაძე დიდ თენგიზ კაპანაძეზე, რომელიც 1981 წელს გარდაიცვალა. სწორედ, თენგიზ კაპანაძის დამსახურებაა, რომ საფლავის ქვა შემორჩა.
გორში ცხოვრობს კიდევ ერთი ოჯახი, რომლებიც დავითის ერთ-ერთი ძმის შთამომავალია:
"ვერ იტანდნენ ბოლშევიკები ჭკვიან ხალხს, აქ რომ რეპრესიები დაიწყო, ერთმა ბიძამ გაასწრო - საზღვარზე გადავიდა. თავდაპირველად დაიჭირეს, მაგრამ მეორედ მაინც გადავიდა და ომის დამთავრებამდე იქ იყო. ომის შემდეგ შევიდნენ ჩვენი საჯარისო ნაწილები ევროპის ქვეყნებში და უკან წამოიყვანეს. რაც შეეხება მამაჩემს, მამა იყო ტყვედ ჩავარდნილი. სტალინის გამოთქმაა - "მე არ ამყავს ტყვეები მე მყავს მოღალატეები". საქართველოში უკანდაბრუნებული მამა დააპატიმრეს. ჩამობრუნდა იმიტომ, რომ იქ საქართველო არ იყო, ასეთ ადამიანებს ეძახდნენ ბოლშევიკები მოღალატეებს." - იხსენებს თენგიზ კაპანაძე.
,,მონობაში გატანჯულო მამა! - საქართველო განთავისუფლდა." - წარწერა 1918 წლის საფლავის ქვაზე

ამავე კატეგორიაში
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები