რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,გადასახლებიდან რომ დაბრუნდა პაპაჩემი, დევნიდნენ, მოღალატეს ეძახდნენ'' - ერთაწმინდელი შალვა კარგარეთელის ამბავი
სოფელ ერთაწმინდაში დღეს ნინო კარგარეთელის სახლი პატარა
მუზეუმადაა ქცეული. შენახულია 100-წლის წინანდელი ნივთები, სკამები,
კარადები. და რაც მთავარია, იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც 1918
წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეეწირნენ.
ამ პატარა სოფლიდან იყვნენ ცნობილი ალექსანდრე (საშიკო) კარგარეთელი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის შეფიცული). ის ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა. საშიკოსთან ერთად, ერთაწმინდის ტყით თურქეთში მისი ბიძაშვილი - პეტიკო კარგარეთელიც გადავიდა.
ორივე შეფიცულს ჰყავდათ ბიძაშვილი - შალვა კარგარეთელი. ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყებამდე, როგორც მენშევიკი, დააპატიმრეს და გააციმბირეს. დღეს მისი შთამომავალი, ნინო კარგარეთელი პაპის მოგონებებს სიამაყით იხსენებს. იქვე აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში, მის წინაპრებს და ოჯახის წევრებს ,,მოღალატეებად" მოიხსენიებდნენ.
ნინო კარგარეთელი - ,,პაპაჩემი შალვა კარგარეთელი დაიბადა 1894 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. ესეც როგორი დამთხვევაა. დაიბადა ქალაქ გორში. წარმოშობა ერთაწმინდიდან აქვს. განათლებულ, წარმატებულ,შეძლებულ ოჯახში. პაპაჩემის მამა, დავით კარგარეთელი გორის რკინიგზის უფროსი იყო. შალვა კარგარეთელი გიმნაზიის მოსწავლე იყო. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა რომ დაიწყო, სტუდენტობის დროს მისმა რაზმმა ააფეთქა რუსეთის არსენალი იარაღის. ზოგი დახვრიტეს, ზოგი ციმბირში გაუშვეს. სტალინის დედა და პაპაჩემის დედა დაქალობდნენ, კლასელები იყვნენ. პაპაჩემი რომ დაუჭერიათ, ბებიაჩემი მისულა სტალინის დედასთან და უთხოვია, გეხვეწები დაეხმარე ჩემ შვილსო, დაიჭირესო და სტალინმა გააციმბირა. 6 წელი იყო ციმბირში."
როდესაც შალვა კარგარეთელი ციმბრიდან დაბრუნდა, მას სახლი აღარ დახვდა, არც თბილისში და არც გორში. მთელი ქონება ჩამორთმეული ჰქონდა. მშობლები გარდაცვლილიყვნენ. ერთადერთ დასაც დევნიდნენ. იძულებული გახდა ერთაწმინდაში ბიძის ძველ სახლში დასახლებულიყო. მან ცხოვრება თავიდან დაიწყო. ნინო კარგარეთელი ამბობს, რომ ფაქტობრივად ერთაწმინდამ გადაარჩინა პაპა:
,,მე მესაიდუმლედ ვყავდი ხოლმე, პატარა ბავშვი. რაღაცეებს მიყვებოდა. მაგალითად, იქ ციმბირში ვინ უყვარდა. სხვათა შორის, გადასახლებაში ერთი კაზაკი, არისტოკრატი ქალი ყოფილა. ისეთი ლამაზი ქალი იყო, შლიაპით და პაპაჩემს ყვარებია".
ნელი ბიჭიკაშვილი - შალვა კარგარეთელის რძალი: ,,შალვას გაკეთებული არის ეს პატარა კარადა, ძველი ნივთები რაც გვაქვს, ყველაფერი იმის ნახელავია. გარდაიცვალა 91 წლის ასაკში, 1984 წელს. სტალინს თუკი ადღეგრძელებდნენ ხოლმე, კულტურული კაცი იყო და არ უნდოდა ცუდის თქმა, ადგებოდა სუფრიდან, გავიდოდა. იმიტომ რომ ნაცნობები იყვნენ რაღაცა და ალბათ არ უნდოდა ცუდის თქმა".
,,გადასახლების შემდეგ, აქ რომ ჩამოვიდა პაპაჩემი, მაინც ძალიან დევნიდნენ. ,,კაგებე" ძალიან სდევნიდა. არც სამსახური ჰქონდა. ერთაწმინდამ გადაარჩინა. აქ რომ ამოვიდა, მეზობლებისგანაც დაცინვა იგრძნო, ეძახდნენ ნაციხარს, ციმბირელს, მოღალატეს." - ამბობს ნინო კარგარეთელი.
რაც შეეხება საშიკო კარგარეთელს, ის ლევილის სასაფლაოზე არის დაკრძალული. ,,აღდგომას მამიდაჩემი ბელგიიდან გადადის და იხსენიებენ მის სულს. მადლობა უფალს, რომ შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ კი გვინდა გადმოსვენება, მაგრამ შესაძლებლობა არა გვაქვს არანაირად" - ამბობს ნინო კარგარეთელი.
კარგარეთელების ოჯახის წარმომადგენელი იყო ია კარგარეთელიც, კომპოზიტორი. რომლის სიმღერა ,,ლალე" მიხეილ ჭიაურელმა ფილმში ,,გიორგი სააკაძე" გამოიყენა. ,,ლალეს" ფილმში პაატა მღერის, რომლის მოკვეთილი თავი სწორედ ერთაწმინდის ტაძარშია დაკრძალულ.

ამავე კატეგორიაში
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები