რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
5 ივნისიდან გორში კომედიის ფესტივალი გაიმართება
5 ივნისს გორში, ტრადიციულად კომედიის საერთაშისო თეატრალური
ფესტივალი იწყება. უცველელი სლოგანით - ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ
ქალაქს".
წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყება და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის თეატრის დასები მიიღებენ. გახსნის ცერემონია 18 საათზე, ქალაქ გორის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე მსვლელობით და საკონცერტო პროგრამით დაიწყება, უკვე 20.00სთ-ზე, კი ფესტივალს გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით - ,,მეფე მოკვდა" გახსნის.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ,,Black Box" -ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, ჟიურის წევრები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.
კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო. ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.
ფესტივალი იმართება - გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით და საქართველოს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა. ფესტივალის რეპერტუარი სათაურიდან გამომდინარე გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების მონაწილეობას.
დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. გასულ წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი, საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. სულ მსოფლიოში რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის უკვე თამამად იკავებს ადგილს საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც.
ქ.გორისთვის ჩვენს ფესტივალს უდიდესი მნიშნელობა აქვს. ის ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ქალაქში ზაფხულის მოსვლასთან ერთად კომედიის ფესტივალის დაწყებას ელოდებიან.
ყოველწლიურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ საზეიმო მსვლელობაში.

ამავე კატეგორიაში
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები