რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
საქართველოში შშმ ბავშვებისთვის 3 დღის ცენტრი მოეწყობა
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის
ფარგლებში.
2019 წლის 1 აპრილს დაიწყო სოციალური დახმარების ახალი პროექტი - "უკეთესი მომსახურება სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საქართველოში"
დახმარებისა და განვითარების სააგენტო ADRA Georgia (Adventist Development and Relief agency) 2019 წლის 1 აპრილიდან - 31 დეკემბრამდე განახორციელებს სოციალური დახმარების პროექტს - "უკეთესი მომსახურება სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საქართველოში". ამ 9 თვის განმავლობაში პროექტმა უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი 3 ცენტრისათვის, რომლებიც ეკუთვნიან ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს - ბავშვი და გარემო (თბილისი), საზოგადოება ბილიკი (გორი), კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (ქარელი).
პროექტის ფარგლებში ADRA-მ უნდა განახორციელოს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით, გარდა ამისა უნდა უზრუნველყოს სამივე ცენტრი აუცილებელი ავეჯითა და ინვენტარით, რაც ბენეფიციარებს სათანადო გარემოს შეუქმნის. ამჟამად, ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებში ბენეფიციარები შემდეგნაირად ნაწილდებიან: თბილისში - შეზღუდული ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 41 ბენეფიციარი (6-დან 18 წლამდე), ქარელში - შეზღუდული ინტელექტუალური ან/და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 15 ბენეფიციარი (6- დან 18 წლამდე), გორში - შეზღუდული შესაძლებლობებისა და განვითარების შეზღუდვის მქონე 40 ბავშვი (0-დან 7 წლამდე).
პროექტის მიზანია საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რისთვისაც გორში დაარსდება ადრეული განვითარების ცენტრი, თბილისში შეიქმნება რეაბილიტაციისა და თერაპიული მკურნალობის ცენტრი, ხოლო ქარელში შეიქმნება ახალი ბავშვთა დღის ცენტრი. პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა აღნიშული ცენტრების თანამშრომელთა უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო ქალაქ ქარელში, სადაც განახლდება და შეიქმნება ახალი ბავშვთა დღის ცენტრი. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" კუთვნილებაში მყოფი ამჟამინდელი ბავშვთა დღის ცენტრი ერთადერთი სპეციალიზირებული დაწესებულებაა ქარელში. სამწუხაროდ, იჯარით აღებული შენობის ფართი, რომელშიც ეს ცენტრია განთავსებული, არ არის საკმარისი ცენტრის მზრუნველობის ქვეშ მყოფი 15 ბენეფიციარისათვის სათანადო მომსახურების გასაწევად. ახალი დღის ცენტრის დაარსება საშუალებას მისცემს ორგანიზაციას, რომ 2019 წლის ბოლომდე ბენეფიციარების რაოდენობა 17-ით გაზარდოს (საერთო ჯამში - 32 ბენეფიციარი).
ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უფასოდ გამოყო უფრო დიდი, 8 ოთახიანი ფართი ახალი დღის ცენტრისთვის. ეს შენობა საკმარისი იქნება ბენეფიციართა უფრო მეტი რაოდენობის მისაღებად. მაგრამ გამოყოფილი ფართი ძალიან ცუდ მგდომარეობაშია და საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რასაც უზრუნველყოფს ADRA Georgia-ს ახალი პროექტი. შენობის რეკონსტრუქცია სათანადო გარემოს შეუქმნის არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსა და აღმზრდელებს.
შესასრულებელი სამუშაო: შენობაში ცალკე შესასვლელის მოწყობა დახრილი პანდუსით საინვალიდო სავარძლისთვის, 10-ვე ფანჯრისა და 11 კარის გამოცვლა, ძველი დაზიანებული ტიხრების დანგრევა და ორი ახლის აშენება, დიდი ოთახის გადაკეთება საპირფარეშოდ, სამზარელულოდ და სასადილო ოთახებად, შიდა კედლების შეკეთება და შეღებვა - 624 მ2, ჭერის ფილების დამზადება, მონტაჟი და შეღებვა - 145 მ2, იატაკის შეკეთება - 145 მ2, ლამინატის 133 მ2-ზე და კერამიკული ფილების დაგება 45 მ2 იატაკზე.
ფოტო - ქარელი
მეორე ცენტრი, რომელიც პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს არის რეაბილიტაციისა და თერაპიული მკურნალობის ცენტრი თბილისში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" უხელმძღვანელებს. ამჟამად ამ ორგანიზაციის 41 ბენეფიციარი (ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური შეზღუდვების მქონე ბავშვი) რეაბილიტაციას, უნარ-ჩვევების განვითარებასა და თერაპიულ მკურნალობას გადის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, რომელიც 8.5 კმ-ით არის დაშორებული "ბავშვი და გარემოს" დღის ცენტრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საავადმყოფო არც ისე შორსაა, ცენტრს არ გააჩნია საკუთარი ტრანსპორტი ბავშვების გადასაყვანად. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისას ბავშვებს უწევთ ორი ავტობუსის გამოცვლა, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთათვის საკმაოდ რთული ამოცანაა და დიდ დროსაც საჭიროებს.
არსებობს კიდევ ორი პრობლემა: იმის გამო, რომ მგზავრობში დიდი დრო იხარჯება, საავადმყოფოს ვიზიტის დღეებში ბავშვები იძულებულნი არიან დატოვონ დღის ცენტრი, რადგან მათ მშობლებს არ გააჩნიათ საკმარისი დრო მკურნალობის შემდეგ ბავშვების კვლავ ცენტრში დასაბრუნებლად. ზოგჯერ ბავშვები საერთოდ ვერ მიდიან საავადმყოფოში სამკურნალოდ, თუ ოჯახის წევრებს არ აქვთ მათი წაყვანის შესაძლებლობა (სამსახურის ან სხვა მიზეზების გამო). ახალი ცენტრის გახსნის შემდეგ, 41-ვე ბენეფიციარს გაუადვილდება რეაბილიტაციური ან სხვა თერაპიული მკურნალობის მიღება, რადგან მათ მოემსახურებიან კვალიფიციური თანამშრობლები იმავე შენობის სხვა სართულზე, სადაც დღეს მზრუნველობის ცენტრი არის განთავსებული. ახალ ცენტრში მკურნალობას გაივლიან არა მარტო ამ ორგანიზაციის აღსაზრდელები, არამედ ყველა სხვა ბავშვი, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა კატეგორიაში.
ახალი ცენტრის შესაქმნელად თბილისში შემდეგი სამუშაო არის შესასრულებელი: 155 მ2 ჭერის შეკეთება, 620 მ2 შიდა კედლების შეკეთება და შეღებვა, 155 მ2 იატაკის დაგება, 155 მ2 იატაკის ფილების და 80 მ2 კერამიკული ფილების დაგება აბაზანაში, 9 კარისა და 5 ფანჯრის ჩასმა ოთახებსა და საპირფარეშოში, ორი საპირფარეშოს, 1 ბიდეს, 2 პირსაბანისა და ერთი შხაპის მოწყობა (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მოთხოვნილებების გათვალისწინებით), 10 გათბობის რადიატორისა და გამათბობელის (32 კვ) მონტაჟი; შიდა განათებისა და ელექტროგაყვანილობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.
ფოტო - თბილისი
მესამე ცენტრი, რომლის დაარსებასაც შეუწყობს ხელს ახალი პროექტი, არის ბავშვთა დღის ცენტირ გორში, რომელიც შეიქმნება ადრეული განვითარების პროგრამის განსახორციელებლად. მისი მიზანი იქნება 0-დან 7 წლამდე ასაკის შეზღუდული ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის თერაპიული და საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფა. გორში ამჟამად არ არსებობს მსგავსი ტიპის სპეციალიზირებული ცენტრი ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის განსახორციელებლად. დღის ცენტრსა და ადრეული განვითარების პროგრამას უხელმძღვანელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება ბილიკი".
საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით, ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულ პირებს ყოველთვიურად უნდა უტარდებოდეთ არანაკლებ 8 სესიისა. ასაკის მიხედვით, ეს სესიები დაყოფილია სახლში ვიზიტებად და ჯგუფურ ვარჯიშებად ცენტრში. სამწუხაროდ, "საზოგადოება ბილიკს" არ გააჩნია საკმარისი ფართი ასეთი ჯგუფური ვარჯიშებისთვის. დღესდღეობით ორგანიზაციას ამისათვის იჯარით აქვს აღებული ერთი ოთახი (30 მ2, რაც საჭიროზე ნაკლებია), რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ პროგრამისთვის გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის შენობაში გამოყო. გარდა იმისა, რომ ოთახი ძალიან პატარაა, მის გამოყენება ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ შაბათობით, რადგან სხვა დღეებში იქ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სხვა ფართის იჯარით აღება სხვა დღეებში შეუძლებელია, რადგან ამ პროგრამისათვის საჭირო შენობას უნდა გააჩნდეს დახრილი პანდუსი საინვალიდო სავარძლისათვის. ფართის სიმცირისა და დროითი შეზღუდვების გამო (ოთახი თავისუფალია მხოლოდ შაბათობით, 4 საათის განმავლობაში), ორგანიზაციას ბევრი პრობლემის გადალახვა უწევს, რაც უარყოფითად აისახება ბავშვებზე და მათ ოჯახებზე.
2018 წლის ნოემბერში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორგანიზაციას შესთავაზა საკმაოდ დიდი ფართი გორში ადრეული განვითარების ცენტრის შესაქმნელად, სადაც შესაძლებელი იქნება საჭირო რაოდენობის გაკვეთილების ჩატარება და ყველა ბავშვის მომსახურება. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ფართი უკვე გამოყოფილია, არც "საზოგადოება ბილიკს" და არც ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები მის გასარემონტებლად.
აქ შემდეგი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაა საჭირო: 196.63 მ2 იატაკის განახლება, შენობის ნაწილის შემოღობვა თაბაშირის ტიხრებით და შეიღებვა, არსებული 4 საფეხურის გამაგრება ცემენტით და ზემოდან ახალი ფილების დაგება, შესასვლელის მარჯვენა მხრიდან 4 მეტრის სიგრძის დახრილი პანდუსის მოწყობა საინვალიდო სავარძლისთვის, არსებული მეტალის კარის ახლად შეღებვა, შესასვლელის ახლად მობათქაშება და შეღებვა, 7 ახალი კარისა და 7 ფანჯრის ჩასმა, 7 ფუნქციონალური დატვირთვის ოთახის მოწყობა, წყლის მომარაგების, საკანალიზაციო, გათბობის და ელექტრომომარაგების სისტემების შეკეთება.
(ფოტო - გორი)
ზემოთ აღწერილი სამივე ცენტრის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელია მათი თანამშრომლების უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაც. სწორედ ამიტომ, პრეოქტის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ცენტრების თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლა-მომზადების პროგრამების (ტრენინგების) ჩატარება.
ტრენინგები შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ქცევების მართვა (ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქცევით ცვლილებებს სწავლებისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე ზრუნვის საშუალებით) და რთული ყოფაქცევის ბავშვების მართვა (ბავშვის ქცევების სპეციფიკის გაგება და გამოვლენა, რაც ეხმარება ბავშვის ქცევების მართვისათვის საჭირო სტრატეგიის შემუშავებას). პროექტში ჩართული თითო ცენტრიდან ("საზოგადოება ბილიკი", "ბავშვი და გარემო", "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი") ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებს 5 თანამშრომელი (საერთო ჯამში 15 ადამიანი). ტრენინგები ჩატარდება თბილისში, პროექტის ბენეფიციარი ერთერთი ცენტრის ("ბავშვი და გარემო") შენობაში სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.
პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და არ გამოხატავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.

ამავე კატეგორიაში
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები