რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მოქალაქემ 10 ლარიანი ჯარიმა გააპროტესტა - სანაცვლოდ 1000 ლარიანი ჯარიმა მიიღო
წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის
გორის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი 1000 ლარით დააჯარიმა.
1983 წელს დაბადებულ მამაკაცის დაჯარიმებაზე მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვეათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე იმსჯელა.
საქმე ეხება 2 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიკროავტობუსის მძღოლსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, მომხდარ ინციდენტს.
ახსნა-განმარტების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიკროავტობუსი გააჩერა და მძღოლს ჯარიმა გამოუწერა. პატრული მოქალაქეს უმტკიცებდა, რომ მას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა და ამით კანონი დაირღვა.
,,როდესაც პატრულმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, მძღოლი გაღიზიანდა და უარი
განაცხადა ქვითრის აღებაზე. ამოვიღოთ კამერის ჩანაწერები, თან თეთრი
მაისური მაცვია და კარგად გამოჩნდება მეკეთა თუა არა ღვედიო -
ეუბნებოდა პატრულის თანამშრომელს მძღოლი. პოლიციელმა მძღოლს უთხრა,
ქვითარი აიღეთ, თორემ დაგაკავებთო. მძღოლი კი მოითხოვდა კამერების
ჩანაწერები ვნახოთო. პატრულმა მკლავში ხელი მოკიდა, გადაუგრიხა და
მანქანის ,,კაპოტზე“ გადააწვინა. მეორე პოლიციელიც მოვიდა და
მარშუტკის მძღოლი დააკავეს. დაკავებისას მოქალაქეები პოლიციელებს
სთხოვდნენ ჩანაწერები ენახათ და მძღოლი არ დაეკავებინათ.“- ამბობს
ინციდენტის თვითმხილველი.
1983 წელს დაბადებულ მამაკაცის დაჯარიმებაზე მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვეათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე იმსჯელა.
საქმე ეხება 2 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიკროავტობუსის მძღოლსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, მომხდარ ინციდენტს.
ახსნა-განმარტების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიკროავტობუსი გააჩერა და მძღოლს ჯარიმა გამოუწერა. პატრული მოქალაქეს უმტკიცებდა, რომ მას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა და ამით კანონი დაირღვა.
ამავე კატეგორიაში
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები