სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის სააგენტო ჩივის, რომ კომპანია
,,გიგანი“ რძისა და კარაქის ნაწარმს სამხედროებს შეფერხებით
აწოდებს.
ამის შესახებ ლოჯისტიკის სამსახურის წარმომადგენელმა ხელმძღვანელობას
აცნობა. სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფის სამსახურმა მიმწოდებლის
შეცვლა გადაწყვიტა.
2019 წლის 22 ივნისიდან სამხედროები ,,გიგანის“ ნაცვლად კომპანია
,,ტენდერი 123“-ის მიერ მიწოდებ პროდუქციას მიიღებს. ჯამში დაახლოებით
34 000 ლარი დაიხარჯება. ,,გიგანი“ კვების პროდუქტების მიწოდების
კუთხით ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორია როგორც საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, ასევე, შს სამინისტროს ქვედანაყოფებისთვის.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს მიერ შედგენილ ტენდერების
მონიტორინგის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ შპს ,,გიგანის“ მიერ
მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 4,070,212 ლარს შეადგენს.
ამასთანავე ბოლო ორ წელიწადში ,,გიგანსმა“ მონაწილეობა 61 ტენდერში
მიიღო. ამ ტენდერების 36 % მოგებული აქვს. 26 % მიმდინარე, ხოლო 25 %
წაგებული აქვს. დანარჩენი არ შედგა.
გიგანი რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჩოჩეთში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
სტატიის გამოყენების პირობები