რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მინსკში გასამართ ევროპის თამაშებზე გორიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს
დღეს გორელ სპორტსმენებს, რომლებმაც ევროპის თამაშებზე უნდა მიიღონ
მონაწილეობა მშობლიურ ქალაქში შეხვედრა მოუწყვეს.
21-30 ივნისს მინსკში გასამართ ევროპის თამაშებზე გორიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს.
თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი და ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის" ხუთი წევრი ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი კოკაური. კოკაური აზერბაიჯანის ნაკრების წევრია, დანარჩენები კი საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ.
ევროპის თამაშებზე გორელ სპორტსმენთა მხარდასაჭერად შეიქმნა ფან კლუბი. დარიგდა მაისურები გორელ სპორტსმენთა გამოსახულებით, რომლებზედაც ძიუდოისტებმა გაუკეთეს ავტოგრაფები და დაურიგეს გულშემატკივრებს. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ფოიეში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ევროპის თამაშების მიმდინარეობისას გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება ერთად უგულშემატკივრონ სპორტსმენებს.
დღევანდელ შეხვედრას ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ბექა ღვინიაშვილი ესწრებოდნენ. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ მათ უშუალოდ უსურვეს წარმატებები მოახლოებულ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე.
,,ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ გულთბილი შეხვედრის ორგანიზატორებს, გულშემატკივრებს, ყველას, ვინც წარმატება გვისურვა ევროპის თამაშებზე. რასაკვირველია, მაქსიმალურად შევეცდებით თქვენი იმედები გავამართლოთ და საქართველოს დროშა მაღლა ავწიოთ. ჩვენ მოტივაცია არ გვაკლია, თუმცა ასეთი ღონისძიებები უდიდესი სტიმულია ნებისმიერი სპორტსმენისთვის გამარჯვებების მოსაპოვებლად.'' - თქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.
,,გორი სპორტული წარმატებებით გამორჩეული ქალაქია. ჩვენს სპორტულ დარბაზებში აღზრდილი სპორტსმენები ყველა დიდი შეჯიბრებაზე მოიაზრებიან ფავორიტთა შორის. ასე იქნება ევროპის თამაშებზეც. ვუსურვებთ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომ მინსკიდან ხელხვავიანად დაბრუნდნენ და მორიგი ოქროს ფურცელი ჩაწერონ გორის სპორტის ისტორიაში.'' - განაცხადა შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
2015 წელს, პირველ ევროპულ თამაშებზე გორელებმა 1 ვერცხლის (ნუგზარ ტატალაშვილი, ძიუდო) და 3 ბრინჯაოს მედლის (გენო პეტრიაშვილი, ჯაბა ყველაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა, დავით კარბელაშვილი – სამბო) აღება შეძლეს.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები