ეს დაავადება, ჭიების სახით, ლოკალიზებულია საქონლის ფაშვში, ხოლო გავრცელებულია ჭარბტენიან ან დაჭაობებულ საძოვრების სიახლოვეს. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, რომ განსაკუთრებით მოზარდეული პირუტყვი მშრალ საძოვარზე გაიყვანონ. ასევე რეკომენდირებულია, რომ ზაფხულში თივა მშრალ სათიბებზე მოაგროვონ.
,,მიმდინარე წლის 3 აპრილს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის წამყვან სპეციალისტთან, პარაზიტოლოგ შადიმან ფოცხვერიასთან ერთად მოვახდინეთ საძოვრების შემოწმება. კერძოდ კეხიჯვარში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 9 სინჯი, ხოლო 17 სინჯი ბებნისის მეურნეობაში აიღეს. ყველა მათგანში გამოვლინდა წითელი ფერის ჰელმონითი, ამ ჰელმონითით გამოწვეული დააავადებების დროს რძის წარმოება საშუალოდ 20%- ით მცირდება, ხოლო მისი გაამწვავების შეემთხვევაში ხშირად პირუტყვი მასობრივად იღუპება." - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქარელის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ზაზა ბარბაქაძის ინფორმაციით, საქონელზე კვლევა და სინჯების აღება საველე პირობებში მოხდა:
,,თითქმის ყველა სოფელში მსგავსი პრობლემა არსებობს. თავდაპირველად მოსახლეობისგან იყო ჩივილები, რომ საქონელში წველადობა დაკლებულია. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ კვლევის ჩატარება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრეპარატების შეძენა ნებისმიერ ვეტაფთიაქშია შესაძლებელი. " - გვითხრა ზაზა ბარაბაქაძემ.
ვეტერინარების ცნობით, დაავადებული საქონლის მკურნალობა 7 ლარი ჯდება, რძის მიიღება კი, მხოლოდ, გადადუღების შემდეგ შეიძლება. მოსახლეობამ აცრები საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები