რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს
ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები
ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ
ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ.
14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. 15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს.
,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ" - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი.
ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge-სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად გრძნობს.
,,გორმედისა" და ჰოსპიტლის თანამშრომლებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. ისინი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ახსენებენ, რომ ექიმებისთვის საზღვრები არ არსებობს. ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სანახავად მიდიოდა.
qartli.ge-მ გაარკვია, რომ 9 ნოემბერს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი თბილისიდან სამთავისის მიმართულებით წავიდა. დაახლოებით 15 საათზე სოფელ სამთავისთან ჩამოვიდა, სადაც პაციენტის ახლობელი დახვდა. ამის შემდეგ მათი კვალი იკარგება.
13 ნოემბერს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი თანხმლებ პირთან ერთად ახმაჯი-ორჭოსანს შორის არსებულ ტერიტორიაზე დააკავეს. ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული სოფლები - თვაურები, კოდისწყარო, სარიბარი და ყარაფილა ემიჯნება.
9 ნოემბრის შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა პატრულირება გააძლიერეს, რასაც 11 ნოემბერს კიდევ ორი მოქალაქე, მწყემსები ზადიშვილი და ტუხიაშვილი (კოდისწყაროელები) დააკავეს. კოდისწყაროში ამბობენ, რომ მანამდე ასეთი გაძლიერებული ,,პატრულირება" რუს სამხედროებისგან მანამდე არ შეუნიშნავთ.
ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში, მძიმედ დაშავდა პედაგოგი თამარ გიგაური. მისი ახლობლები თბილისში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა გამშვებ პუნქტზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პაციენტი თბილისის მიმართულებით არ გაატარეს. თამარ გიგაური ცხინვალის საავადმყოფიში გადაიყვანეს.
4 ნოემბერს, თამარ გიგაური, კლინიკაში ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა მოინახულა:
,,ახლა მოვინახულე გუშინ ჭაში ჩავარდნილი ქალბატონი. მხარი აქვს მოტეხილი. ფეხი კოჭებთან შეშუპებული. უამრავი სილურჯე ტანზე. მოტეხილობა, ჩემდა გასაოცრად, არაა დაფიქსირებული თაბაშირით. არც ფეხები, რომელიც სავარაუდოდ, გაბზარული ან ნაღრძობი მაინცაა. წევს პალატაში და უკეთებენ გამაყუჩებელს. უნდა გადასვლა თბილისში." - წერს თამარ მეარაყიშვილი.
„გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის ინტერესების დასაცავად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მის სამკურნალოდ გადმოსაყვანად.
„თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით - რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც გრძელდება, მათ შორის, ცხელი ხაზის გააქტიურებით." - აღნიშნა ციხელაშვილმა 4 ნოემბერს.
4 ნოემბრის შემდეგომ
თამარ გიგაურის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ყურამდეც მივიდა. როგორც მისი თანამშრომელი და თანაკურსელი, ნანა ჯიჯოევი ამბობს, იმ კლინიკაში, სადაც ერთად მუშაობენ, უამრავ პაციენტს გაუწიეს დახმარება, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მანამდე გადმოუყვანიათ. ექიმის შეშფოთება სახლში მეუღლემაც შეამჩნია: ,,იქნებ როგორ უჭირს იმ ქალსო, ამბობდა სახლში" - იხსენებს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.
იხ. ამავე თემაზე:
რამაზ ზადიშვილი: ,,ცხინვალის იზოლატორში გავიცანი ვაჟა გაფრინდაშვილი, დიდებული კაცია"

ვაჟა
გაფრინდაშვილი: ,,იქნებ როგორ უჭირს იმ ქალს"

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები