რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
დარეჯან ჭამაური - 50 წელი გორის თეატრის სცენაზე
დარეჯან ჭამაური ამჟამად 73 წლისაა. იგი სულ სახლშია. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სტუმრებს იშვიათად იღებს. გვითხრა, რომ მთელი ცხოვრება და ჯანმრთელობა თეატრს შესწირა, არც პირადი ცხოვრება ჰქონდა ადვილი. ბევრი რამ გადაიტანა: ,,სწორედ, ამის გამო, ყველაფერი მტკივა“ - ამბობს ქალბატონი დარეჯანი.

დაიბადა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში. იხსენებს, რომ ძალიან მკაცრ პირობებში გაიზარდა. სოფლის 7-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ტექნიკუმში გააგრძელა, ამჟამინდელ, ხელოვნების სასწავლებელში.

,,იმ პერიოდში, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ლილი იოსელიანი. მსახიობ ანზორ გვაძაბიას სთხოვა, რომ ტექნიკუმში მოეძებნა კარგი მსახიობი. ბატონმა ანზორმა შეგვარჩია სამი ახალგაზრდა - მე და ორი ბიჭი. ის ბიჭები მალე წავიდნენ გორიდან. მე დღემდე შემოვრჩი“ - გვითხრა დარეჯან ჭამაურმა.

ლილი იოსელიანმა ახალგაზრდა მსახიობი ,,დარისპანის გასაჭირში“ ჩართო, მისცა კიდევ რამდენიმე როლი. ცოტა ხანში, გორის თეატრში ლილი იოსელიანის სპექტაკლში თამაში ცნობილმა ქართველმა მსახიობმა მედეა ჯაფარიძემ მოისურვა.

,,მედეას მისცა ჩემი როლები. სულ რამდენჯერმე ითამაშა ქალბატონმა მედეამ. თბილისშიც წაიღეს ეს სპექტაკლი. მე სულ ვესწრებოდი მის სპექტაკლებს. როცა მედეა წავიდა, შემდეგ მე გავაგრძელე ეს როლი. ფაქტობრივად, რეპეტიციები არც დამჭირვებია, ისე ვთამაშობდი ჩემს პირველ როლებს“ - ამბობს დარეჯან ჭამაური.

მას შემდეგ 50 წელი გავიდა. გორის თეატრმა არაერთო სამხატვრო ხელმძღვანელი გამოიცვალა. გორის სცენაზე დადგმულმა სპექტაკლებმა ქვეყნის მასშტაბით გაითქვა სახელი.

ქალბატონი დარეჯანი იხსენებს, რომ ისეთი მსახიობების გვერდით, როგორიც ჩეკო ტატალაშვილი, ოთარ ქუთათელაძე და ლეო ოზგებაშვილი იყვნენ, გორის თეატრის სცენაზე ნებისმიერი ჟანრის სპექტაკლის დადგმა შეიძლებოდა.

დარეჯან ჭამაურს დიდი აღიარება მოუპოვა რეჟისორ გულსუნდა სიხარულიძის დადგმულმა სპექტაკლმა ,,მარწყვის ცივი ტორტი“. ამ სპექტაკლმა მას კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატობა მოუპოვა. მსახიობს 3-ჯერ მისცეს ქალის როლის საუკეთესო შესრულებულისთვის პრემია. იხსენებს რეჟისორებს: რომან აბულაძეს, იური კაკულიას (განსაკუთრებით სპექტაკლს ,,ბუდე მეცხრე სართულზე“); ილო მაცხონიშვილს, რომლის ,,მოჩვენებანის“ დადგმა სცენაზე ვერ მოასწრეს, რადგან მაცხონაშვილი თეატრიდან წავიდა.

დარეჯან ჭამაურის შესრულებულმა როლებმა მორიგი აღიარება რეჟისორ რამაზ იოსელიანის მმართველობის პერიოდში მოიპოვა. თავადვე აღიარებს, რომ ,,ბერნარდა ალბას სახლი“ შესანიშნავად წარმოაჩინეს როგორც გორში, ასევე, თბილისში. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში წაღებულმა დადგმამ ოვაციები გამოიწვია: ,,ვხედავდი საოცარ, ცრემლიან თვალებს, შემოდიოდა და შემოდიოდა დარბაზში ხალხი. მადლობას მიხდიდნენ, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი.“ - ამბობს ქალბატონი დარეჟანი.

ახალგაზრდა მსახიობებს ურჩევს, რომ ბევრი იშრომონ, რადგან ნიჭიერი მსახიობი თუკი სიზარმაცეს გამოიჩენს.

,,თვეობით ვიჯექით და ვეძებდით, რა ხდებოდა თვითონ გმირის სულში. ის როგორ აზროვნებდა, რას განიცდიდა; რა პრობლემები ჰქონდა; რითი ცხოვრობდა; რითი სუნთქავდა. ამას ვუღრმავდებოდით. ამოგვქონდა და ვცდილობდით, ამ ადამიანად გარდასახვას, სხვის მდგომარეობაში შესვლას; ეს უნდა შეეძლოს მსახიობს; უნდა შეეძლოს მისი შინაგანი სამყაროს ამოცნობა, თავის თავში გადმოტანა“ - განმარტავს მსახიობი დარეჯან ჭამაური.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.