რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ყოველ კვირას ზაურ ზუბაშვილი სოფელ ხეითში შედის. ხედავს, ხალხი ცხოვრობს. სოფლის განაპირას გოგირდოვანი წყალი ისევ ამოდის, სადაც ახალგაზრდები მოპარულ ტაროებს ავლებენ და შემდეგ კოცონზე წვავენ - განსაკუთრებული გემო აქვსო. უკვირს 72-წლის კაცს, რომ ხალხი მშვიდადაა. ნეტავ პროდუქტს სად ყიდულობენ? - კითხულობს. ,,არ ეშინიათ, რომ ვინმე შემოიჭრას სოფელში და სახლები დაწვას?“ - ამბობს და ცდილობს სოფელი დატოვოს, გაიქცეს, თავი დააღწიოს, მაგრამ გზას ვეღარ იგნებს. ვერ გამოდის ხეითიდან..
ამ დროს კი, ეღვიძება. . ,,ეჰ, ისევ სიზმარი იყო“ - ჩაილაპარაკებს და თვალს მოავლებს იმ კოტეჯის კედლებს, სადაც მე-12 წელია ცხოვრობს და ვერ შეეგუა. უკვე გათენებულა და ზამთრის ცივი ქარის ზუზუნი ისმის კოტეჯის გარედან
მეუღლეს წამლების პარკი გაუხსნია და წნევის წამალს ეძებს. დილით გარეთ გასვლა და საბძელში შესვლა არც ერთს ეჩქარება; საქონელი ნახირში რომ გარეკონ ან ძროხის მოწველა მოასწრონ, არ ჩქარობენ, არაფერს. ეს ხომ მათი სახლი არაა. ყველაფერი დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ ხეითში დატოვეს.
ჩვენ გიყვებით ამბავს, რომელიც სკრის დევნილთა დასახლებაში ხდება. 75-ე კოტეჯში 67-წლის თინათინ ჭულუხაძე და 72-წლის ზაურ ზუბაშვილი ცხოვრობენ. მათი შვილი ემიგრანტია, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად, ევროპაშია წასული. საოჯახო ალბომში, სწორედ, მათი ფოტოები ჭარბობს. ძველი ფოტოები ხეითში დარჩათ და განადგურდა.
ომის შემზარავი კადრები მათ მეხსიერებაში 12 წლის შემდეგაც მძაფრად არის შემორჩენილი.
იციან, რომ სახლები, რომლებიც მავთულხლართებს იქით დატოვეს, აღარ არსებობს. მიუხედავად ამისა დაბრუნების იმედს არ კარგავენ. ვერ ეგუებიან დასახლებას, სადაც ამჟამად უწევთ ცხოვრება.
ამბობენ, რომ სათქმელი არაფერია, თუმცა გასახსენებელი ბევრი აქვთ - ბავშვობა, სტუდენტობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები ოსებთან. ერთ დროს უდიდესი სოფელი საერთოდ აღარ არსებობს. 8 კმ მანძილზე გაშლილი სოფელი ლიახვის მარცხენა სანაპიროს მიუყვებოდა. ახლა, სკრის დევნილთა დასახლებაში დაახლოებით 86 ოჯახი ცხოვრობს.
ზაური ხშირად წერს. ჩანახატები და ლექსები ტკივილით სავსეა. რათქმა უნდა ომს და დაღუპულ ადამიანებს ეძღვნება. მათზე საუბრისას ცრემლს ვერ იკავებს - “რა ვქნა, კაცი ვარ და არ შემშვენის, მაგრამ მაინც მეტირება“.
„შეიძლება მეც ვთქვა რაღაც? ომის შემდეგ ცხინვალში მამაჩემი დარჩა, რომელიც ვერ გადმოვიყვანეთ. ფეხი ქონდა მოჭრილი და სახლში მარტო იყო. ამიტომ ცხინვალში ღამღამობით ჩუმად ფეხით გადავდიოდი. მეზობელი მყავდა ოსი .... რომელიც მამას პატრონობდა. დღეს რომ ვინმემ მითხრას ამ ადამიანს ტყვია ესროლეო, ამას ვერ ვიზავ. საკუთარ თავს მოვიკლავ და მაგას ვერ ვესვრი“ - იხსენებს თინათინ ჭულუხაძე. იხსენებს იმასაც, რომ ამ ექიმმა მისი ძმის სიცოცხლეც გადაარჩინა.
თინათინ ჭულუხაძე წარმოშობით სოფელ ძარწემიდანაა, მაგრამ 90-იანი წლების კონფლიქტის დაწყებამდე, ცხინვალში ცხოვრობდა.
ზაურ ზუბაშვილი ცხინვალში მუშაობდა. 1989 წელს, პირველი დაძაბულობის შემდეგ, ქალაქში მუშაობას თავი დაანება.
,,შემდეგ თითქოს შევრიგდით, მაგრამ 1991 წელს ომიც დაიწყო. მერე საერთოდ ვეღარ შევდიოდით ცხინვალში. ცოტა რომ მიწყნარდა სიტუაცია, ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, ტაქსაობა დავიწყე. სხვათა შორის, ცხინვალში თავისუფლად შევდიოდი“ - ამბობს ზაურ ზუბაშვილი.
ეს ის პერიოდია, როცა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად ლუდვიგ ჩიბიროვი აირჩიეს. ჩიბიროვმა და შევარდნაძემ საერთო ენა გამონახეს. მაშინ გაჩნდა ერგნეთის ბაზრობაც.
,,კარგად მახსოვს, როგორც გაიხსნა ერგნეთის ბაზრობა. ორმა ბიჭმა გააკეთა - ომში ნაბრძოლები ვართ და პატარა ბიზნესის გაკეთება გვეკუთვნისო. ერგნეთთან დადგეს მაგიდები და დაიწყო პროდუქტების გაცვლა. ამას ისეთი მასშტაბები მოყვა, რომ მერე ერგნეთში მთელი საქართველოდან დადიოდნენ. ოსებიც მოდიოდნენ, რუსებიც და ქართველებიც. მერე ეს ბაზრობა ამ ბიჭებს წაართვეს“ - იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.
ტაქსზე როცა მუშაობდა, ბატონი ზურაბი ცხინვალის ბაზართანაც იდგა ხოლმე. თუმცა, კონფლიქტი იქ მოსდიოდა არა თუ ადგილობრივ მოსახლეობასთან, არამედ ისევ ტაქსისტებთან:
,,ტაქსისტები ზოგადად ძალიან შურიანი ხალხია. შენ რომ 5 ლარს იშოვიდი, ეგეც არ უხაროდათ. მოვიდნენ და მითხრეს, ნარკომანებმა აქ დგომა აგიკრძალესო. წავიდეს, თორემ, ავაფეთქებთო. მე ვუთხარი, მაჩვენეთ, ვინ ნარკომანებმა თქვეს-მეთქი. გამახედეს მაღაზიისკენ. მივედი და შევხვდი ამ ბიჭებს. ახალგაზრდები იყვნენ. არავითარი მსგავსი არაფერი უთქვამთ. პირიქით, ამ ბიჭებს ისე დავუახლოვდი, სადაც დაჭირდებოდათ, ყოველთვის ჩემი მანქანით დადიოდნენ ხოლმე. ხან ხაშურში ჩამყავდა, ხან ჯავის რაიონში, სადაც მოესურვებოდათ, იქ დამყავდა და ფულსაც მიხდიდნენ.“ - იხსენებს ზაურ ზუბაშვილი.
ამ ამბავს ზაურ ზუბაშვილი ყოველთვის იხსენებს, თანაც იმიტომ, რომ მოსაუბრეს კარგად აუხსნას - ახალგაზრდებს ჩვენს მიმართ (ანუ ქართველების მიმართ) მტრობა არ ჰქონდათო.
,,თუკი ჩემი თაობა 90-იან წლებში აგრესიულად იყო განწყობილი ჩვენს მიმართ, 10 წლის შემდეგ, მომდევნო თაობას ეს აგრესია არ ჰქონდა. პირიქით, ხშირმა ურთიერთობამ, მიმოსვლამ კონფლიქტი საერთოდ წაშალა.“ - ამბობს ზაურ ზუბაშვილი.
მაგრამ ვითარება საკმაოდ შეიცვალა 2004 წლის შემდეგ. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კონფლიქტის მოგვარება ,,ერგნეთის ბაზრობის“ გაუქმებით და საგუშაგოების გახსნით სცადა:
,,ეს იყო სერიოზული შეცდომა. ფაქტობრივად, ვითარება დაიძაბა 2004 წლიდან. საერთოდ, გაწყდა ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. რას უშლიდათ ერგნეთის ბაზრობა? ხალხი ვაჭრობდა, საქმიანობდა. უაზროდ მიაკერეს ის იარლიყი, რომ თითქოს ეს იყო მხოლოდ კონტრაბანდის ბუდე, რაც დიდი ტყუილია“ - გვეუბნება ზაურ ზუბაშვილი.
2008 წლის აგვისტოში კი ომი დაიწყო. 5-დღიანი ბრძოლის შემდეგ, ზაურ ზუბაშვილი და თინათინ ჭოველიძე საკუთარ სოფელში ვეღარ დაბრუნდნენ.
ავტორები: თათია გოლოშვილი, ანა ბაქრაძე.
იხ.ამავე თემაზე:
აღდგომა დევნილებისთვის
დევნილობაში შექმნილი ოჯახი - ხეითიდან ბერბუკამდე
ხეითის სიზმარი

ფოტოზე: ედუარდ შევარდნაძე და ლუდვიგ ჩიბიროვი რუსეთის პრეზიდენტთან ერთად

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები