,,აქტიურად ვარ ფერმერულ სფეროში ჩართული, ჩემთვის ყველა სეზონი აქტიურია, რადგან ნერგები 8ჰა-ზე მაქვს გაშენებული. მაქვს ვაშლის ბაღი და ასევე ამავე ფართობის მიწაზე შარშან ჰოლანდიური ჯიშის პომიდორი დავრგე, რომელიც მინიმუმ 400 ტონა მოსავალს მაძლევს. ამდენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მშვიდად ვარ, რადგან სტიქიური მოვლების არ მეშინია. აგროდაზღვევით სარგებლობას ყველა ფერმერს ვურჩევ." - აღნიშნა ილიამ.
აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს
იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების
შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს.
დაზღვეული
რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული,
ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი.
ვის უნდა
მიმართოს ქართლელმა
ფერმერმა
ჩვენ ვესაუბრეთ
თიბისი ბანკის გორის სერვის-ცენტრის დირექტორს, იოსებ მაზმიშვილს.
ამბობს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც
დაზღვევის კუთხით მუშაობს.
,,თიბისი
ბანკი აქტიურად
თანამშრომლობს ბოლო
რამოდენიმე წელილწადია
ადგილობრივ სადაზღვეო
კომპანიებთან.
გორში არსებულ
კომპანიებთან,
რომლებიც ახდენენ
აგრომოსავლის დაზღვევას
ფერმერებისათვის.
სადაზღვეო კომპანიებიდან
აი მაგალითად,
ერთ-ერთი
მათგანია თიბისი
დაზღვევა,
რომელიც უკვე
რამოდენიმე წელიწადია
ამ პროექტშია
ჩართული და
თიბისი ბანკის
არხების საშუალებით
აზღვევს სხვადასხვა
კულტურებს,“ -
ამბობს სოსო მაზმიშვილი.
მისი განმარტებით,
დაზღვევა იმ დიდი რისკების შესამცირებლად ფაქტიურად უნიკალური
საშუალებაა. ამ მექანიზმს მრავალი წელია განვითარებული ქვეყნები
აქტიურად იყენებენ ფერმერების შემთხვევაში და არც ჩვენი ქვეყანაა ამ
შემთხვევაში გამონაკლისი.
,,აგროდაზღვევა
განსაკუთრებით ხელმისაწვდომი
გახდა ადგილობრივი
ფერმერებისთვის მას
შემდეგ, რაც
სახელმწიფო შემოვიდა
ფერმერსა და
სადაზღვეო კომპანიას
შორის
ურთიერთობაში; იმ
ბენეფიტებით,
რასაც ჰქვია
აგროდაზღვევის ხარჯის
სუბსიდია. უფრო
მარტივად რომ
ვთქვათ, სახელმწიფო
პროგრამით გათვალისწინებული
აგროდაზღვევა,
დაზღვევის 50%-ს
ვაზის კულტურის
შემთხვევაში ფარავს
სახელმწიფო, ხოლო
სხვა კულტურების
თანადაფინანსება
70%-ია.
ვგულისხმობ ფერმერის
გასაწევ
ხარჯს,“ - ამბობს
სოსო მაზმიშვილი.
მან მაგალითისთვის
მოიყვანა შიდა ქართლი, სადაც ვაშლის კულტურის მხრივ ერთ-ერთ
მოწინავე ადგილზეა ქვეყანაში:
,,თუ მაგალითად
გვიანი სადაზღვეო
პრემია არის 2
000 ლარი,
ანუ ფერმერის
სადაზღვეო ხარჯი
1 ჰა ვაშლის
შემთხვევაში,
აქედან 30%-ს
იხდის მხოლოდ
ფერმერი და ეს
არის 600
ლარი, დანარჩენ
1 400 ლარს
ასუბსიდირებს
სახელმწიფო. ეს
საკმაოდ დიდი
შეღავათია
ფერმერებისთვის,“
- განმარტავს სერვის-ცენტრის დირექტორი.
ფერმერს
აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხითაც შეუძლია.
თიბისის აქვს ასეთი პროდუქტი - აგროდაზღვევისთვის სესხი და
მინიმალური საპროცენტო განაკვეთის სიმბოლურ ხარჯს წარმოადგენს.
,,არაფერი
ისეთი
მნიშვნელოვანი,
რომ ამის გადახდა
ფერმერს არ
შეეძლოს და ეს
იმას ნიშნავს,
რომ დღეს არაფერს
არ იხდის ფერმერი
ანუ როგორც
აღვნიშნე 70%-ს
ახლავე ურიცხავს
თიბისი დაზღვევა
სახელმწიფო პროექტიდან
გამომდინარე,
ხოლო დანარჩენის
დაფინანსება სესხითაც
შეუძლია ფერმერს,
რომელსაც იხდის
მოსავლის აღების
შემდეგ,“ -
აღნიშნავს სოსო მაზმიშვილი.
აგროდაზღვევის
შეძენა ნებისმიერი ადამიანისთვის არის შესაძლებელი, ვინც ამუშავებს
ბაღს და მოსავალი მოჰყავს.
პირობებს
რაც შეეხება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწა საჯარო
რეესტრში რეგისტრირებული უნდა იყოს, დასაზღვევი ნაკვეთი არ უნდა
აღემატებოდეს 5 ჰა-ს. მაარცვლეული კულტურების შემთხვევაში უკვე
ცენზი დაწესებულია 30 ჰა-ზე.
,,თუ
მომხმარებელი ამ
სახელმწიფო პროგრამის
რომელიმე კრიტერიუმს
ვერ
აკმაყოფილებს,
შეუძლია სახელმწიფოსთან
თანადაფინანსების გარეშეც
მოახდინოს თავისი
მოსავლის დაზღვევა
და მთლიანი
ხარჯის გაწევა
თავად უხდება.
მაგალითად ვაშლის
კულტურის დაზღვევის
შემთხვევაში 1
ჰა-ზე 2 000 ლარს
თავად
იხდის,“ -
აღნიშნავს სოსომ.
პროცედურას რაც
შეეხება, ფერმერს შესაძლებლობა აქვს ფილიალებს მიმართონ, ერთი
დაზღვევის გასააქტიურებლად. მოცდის პერიოდი მხოლოდ ხუთი დღეა და რის
შემდეგაც დაზღვევა ძალაში შედის.
ზარალის
შემთხვევაში რეაგირება თიბისი დაზღვევიდან მოხდება. განხორციელდება
ადგილზე ვიზიტი და შეფასდება ზარალი და ზარალი შესაბამისად
ანაზღაურება.
,,
აღსანიშნავია,
რომ თიბისი დაზღევამ
2019 წელს
აგროდაზღვევის ფარგლებში
ჯამურად 228
ფერმერს 2,000, 0000
ლარის ოდენობის
ზარალი აანაზღაურა
“- გვითხრა სოსო მაზმიშვილმა.
აგროდაზღვევის
ცნობადობა იზრდება
გორის
სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი საკუთარი გამოცდილებით აცხადებს, რომ
წლიდან წლამდე აგრომიმართულებით სადაზღვეო ბაზარზე ცნობადობა
უფრო და უფრო იზრდება.
,,თუ
შარშანწინ იცოდა
ორმა, სამმა
ადამიანმა ერთი
სოფლიდან, შარშან
აქტიური პრომოუშენი
გავაკეთეთ ამის
შესახებ და
საკმაოდ ბევრმა
ისარგებლა და
ეხლა ძირითადად
მომართვიანობა არის
იმ ადამიანებისა,
რომლებიც გამოგზავნეს
იმათ, ვინც
უკვე ისარგებლა
ამ
პროგრამით,“ -
აღნიშნავს თი-ბი-სი ბანკის გორის სერვის-ცენტრის დირექტორი.
მისი
გაანგარიშებით, შარშანდელთან შედარებით მომართვიანობა
გაორმაგდება.
,,თვითონ
სოფლის მეურნეობა
ერთ-ერთი
სტრატეგიული
მიმართულებაა.
სახელმწიფოც,
რამოდენიმე
წელია,
სუბსიდირებას
აკეთებს; და
თუ ამ დაზღვევას
არ ჩართავს
ფერმერი,
სხვანაირად
წარმოუდგენელია,
რადგან ყველაფერი
წყალში იყრება თუ
არ გაქვს საიმედო
კომპანიაში
დაზღვეული’’, - ასკვნის
სოსო მაზმიშვილი.
შეგახსენებთ, პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება.
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
სტატიის გამოყენების პირობები