რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
100-წლის იროდიონ ტაბატაძე - საბჭოთა მფრინავი გორიდან
9 მაისი მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან ყოველი გამარჯვების დღეს დიდების მუზეუმთან ეპატიჟებიან, მასთან ფოტოებს იღებენ, ულოცავენ, ჯანმრთელობას უსურვებენ. ხვდება უამრავ ადამიანს.

თუმცა ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი უჩვეულო აღმოჩნდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, ომის ვეტერანებისთვის ოფიციალური მიღება ვერ შედგა. ჩვენ ის დისტანციურად მოვიკითხეთ და კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი მის შთამბეჭდავ ბიოგრაფიულ ცხოვრებას.

ომის ვეტერანი იროდიონ ტაბატაძეს წელს 100 წელი შეუსრულდა. მას 749 ფრენა აქვს განხორციელებული. მონაწილეობა აქვს მიღებული გერმანიის ფრონტზეც, 1944 წლის იანვარში ჰამბურგთან მისი თვითფრინავი ჩამოვარდა და დაშავდა, მეორე შტურმანი დაიღუპა. 5 თვე ჰოსპიტალში გაატარა და შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ხაშურში.

,,დავიბადე 1920 წლის 22 იანვარს, ქალაქ ხაშურში. ოჯახში ვიყავით დედა, 5 ძმა და ერთი და. მამა ადრე დაგვეღუპა, მატარებლის კატასტროფის დროს, სოფელ მოლისში. 11 მუშასთან ერთად აშენებდა მოლიცის სადგურს. 6 დედმამიშვილი დავრჩით ობლად." - იხსენებს იროდიონ ტაბატაძე, რომელიც 100-წლის იუბილეზე 2020 წლი 22 იანვარს გვესაუბრა.

1939 წელს, 10-კლასიანი საშუალო სასწავლებილის დამთავრების შემდეგ, ხაშურის აეროკლუბში გაწევრიანდა, საფრენონსნო განხრით.

,,დაინტერესებული ვიყავი, გამოვსულ ივიყავი საკადრო მფრინავი. საშუალო სასწავლებლის და აეროკლუბის დამთავრების შემდეგ, ჩემს სურამელ ამხანაგებთან - სერგო კორკოტაძესთან და სერგო გაფრინდაშვილთან ერთად, გავემგზავრე სტალინგრადში სასწავლებლად. ჩაგვრიცხეს გამანადგურებელთა საავიაციო სასწავლებელში. სწავლა 1940 წლის აპრილის თვეში დავამთავრე." - იხსენებს იროდიონ ტაბატაძე.

ერთი წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. გემანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა. იროდინ ტაბატაძე ამბობს, რომ ნაცისტები ქალაქებს და სოფლებს ღამით ბომბავდნენ:

,, მთავარსარდალის სტალინის ბრძანებით, 1941 წელს, ომი რომ დაიწყო, საბჭოთა კავშირის ყველა სასწავლებლიდან, გაგვაგზავნეს ღამის ავიაციაში, რადგან საბჭოთა კავშირს ომის დაწყების დროს ღამის მფრინავები არ ჰყავდა. გერმანელები გვბომბავდნენ ღამით, საბჭოთა კავშირს კი, მაშინ მფრინავები არ ჰყავდა. მე გამგზავნეს ჩებოქსარში და იქ დავამთავრე სასწავლებელი 1941 წლის მაისში, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ , 21 ივნისს დაიწყო ომი." - ამბობს იროდიონ ტაბატაძე.

ომის პირველი დღეებიდანვე ჩაერთო ავიაციაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 700-ზე მეტი ფრენა განახორციელა. იროდიონ ტაბატაძემ თავისი მოვალეობა 1944 წლის იანვრამდე შეასრულა. ის გერმანიის ქალაქ ჰამბურგის დაბომბვის დროს დაშავდა. მისი თვითმფრინავი დააზიანეს. თვითმფრინავი ტბაში ჩავარდა.

,,გონება დავკარგე, მეორე შტურმანი დაიღუპა. ღამე იყო, სადღაც 4 საათი. ერთ-ერთ ტანკისტს დაუნახია თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, მოვიდა ტბასთან, მე თოვლში პირქვე ვიწექი, პულსი გაუსინჯავს და რაკი ცოცხალი ვიყავი, მაშინვე წამიყვანეს საავადმყოფოში." - ამბობს იროდიონ ტაბატაძე.

ვეტერანი იხსენებს ასევე იმ გერმანულ ოჯახს, რომელმაც დაჭრილი საბჭოთა სამხედროები შეიფარა და მოუარა. ახსენდება მასპინძლის ხეხილიანი ბაღი, რომელიც ქართლის ბაღებს აგონებდა.

დაბრუნება ხაშურში



იროდიონი 20 წლის იყო, როდესაც ომის ქარცეცხლში ჩერთო. მუდმივად ადგილმდებარეობის შეცვლა უწევდა, ამიტომ, პირადი ცხოვრებისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა და არც ამის საშუალება იყო.

თუმცა, მის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გენერალმა ბოჩაროვმა, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. გენერალ ბოჩაროვის ვაჟი ერთ-ერთი ფრენის დროს დაიღუპა. ამიტომ, ახალგაზრდა იროდიონს, როგორც შვილს, ისე უყურებდა.

ბოჩაროვს სურდა, რომ იროდიონი რუს გოგონაზე, ტანიაზე დაქორწინებულიყო. ტანიას მშობლები არ ჰყავდა და ის ბოჩაროვმა იშვილა. ბატონი იროდიონი იხსენებს ხოლმე, რომ ტანიას იგი ძალიან უყვარდა.

მოსკოვიდან ხაშურში დაბრუნებულმა ტაბატაძემ მშობლიური ქალაქი, ასევე, დედა ვეღარ მიატოვა და აღარ დაბრუნდა მოსკოვში. მის შემდეგ ტანია აღარ უნახავს. საქართველოში კი, გამოჯანმრთელების შემდეგ, აქტიურ ცხოვრებას შეუდგა. დაოჯახდა და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.

იმის შემდეგ გამომგონებლობამ გაიტაცა.

,,შევქმენი ვაკუუმური ჰიდროსადგური, რეაქტიული ტურბინი, ჰაერის ელექტროსადგური, ჰაერის ძრავა, 50-მდე პატენტი მაქვს მიღებული." - აღნიშნავს ტაბატაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.