რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რუსულმა აგრესიამ შიდა ქართლში ოჯახების უმრავლესობას ორჯერ გადაატანინა დევნილობისა და უსახლკლარობის სიმძიმე. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა ტყვიავში მცხოვრები ნოდარ ნარბანდოვისა და ჟუჟუნა მერებაშვილის ოჯახი. 90- იან წლებში ომიანობისა და შიშის გამო 3 წლის ბავშთან ერთად ცხინვალიდან სეპარატისტებს გამოექცნენ, ხოლო 2008 წლის 8 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა, მათი უკვე 21 წლის გრიშა ნარბანდოვი გაიტაცეს:
„1990 წლამდე მე და ჩემი მეუღლე, ჩვენს შვილთან ერთად ცხინვალში ვცხოვრობდით. 9 წლის მანძილზე ვმუშაობდი ქალაქის პოლიკნინიკაში. ოსური ენა არ ვიცოდი და არეულობა, რომ დაიწყო შვებულება ავიღე სამსახურში და სახლში დავჯექი, მეშინოდა. იმის შემდეგ აღარც გავსულვა სამსახურში. პირველი არეულობის დროს წამოვედით ტყვიავში საცხოვრებლად და ჩემი ქმრის ბიძასთან დავსახლდით. შვიდი წელი ვიყავით მათთან, მერე მიწური სასადილო იყო აქვე ახლოს და მანდ გადმოვედით საცხოვრებლად. წყალი ჩამოგვდიოდა, ცუდი პირობები იყო, რთული იყო ბავშვის გაზრდა. მთავრობამ ოცი მეასედი მიწის ნაკვეთი მოგვცა და ეს პატარა სახლი ჩავქოხეთ“,- ამბობს ჟუჟუნა მერებაშვილი.
ახლა მოხუცი ცოლ-ქმარი ტყვიავის სასწრაფო დახმარების შენობაში მუშაობენ. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჟუჟუნა მერებაშვილი შვილის ფოტოსურათებს იშვიათად ათვალიერებს. რაც დრო გადის, მითუფრო მტკივნეული ხდება ოჯახისთვის შვილის მონატრება. მძიმედ მაგრამ მაინც იხსენებს ახალგაზრდა ბიჭის მეგობრებსა და თანაკლასელებს.
„კარგი შვილი იყო, 3 წლის ასაკში ჩამოვიყვანეთ ცხინვალიდან. ოსური არ იცოდა, რადგან აქ გაიზარდა, ტყვიავის საჯარო სკოლა დაამთავრა. არ მაბრაზებდა, სკოლაშიც კარგად სწავლობდა. მეგობრებთან ერთად უყვარდა გართობა. ჩვენც გვეხმარებოდა, ეს სამზარეულოც მისი გაკეთებულია“, - იხსენებს ქალბატონი ჟუჟუნა.
აგვისტოს დღეების გახსენება სხვების მსგავსად მასაც უჭირს. გულის ტკივილით ახსენებს შვილის მეგობარს, რომელიც გრიშასთან ერთად ტყვედ აიყვანეს და მალევე გამოუშვეს. ჟუჟუნა ფიქრობს, რომ ბიჭი რომელმაც შესაძლოა რაიმე იცოდეს მისი შილის შესახებ, მათ ოჯახს ემალება:
„2008 წლის აგვისტოში საშინელება ხდებოდა სოფელში. ზუსტად 8 რიცხვი იყო, ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად სახლიდან გავიდა. შემდეგ გავიგე, რომ სამხედროფორმიანმა პირებმა ფლევის გზაზე სამი ბიჭი აიყვენეს, ერთერთი ჩემი შვილი იყო. გატაცებულთაგან ერთერთი ლეო გიგუაშვილია, მის ოჯახს ძროხა უკვდებოდა და დასაკლავად მიდიოდა. დანით ხელში აიყვანეს რუსებმა, პირქვე დაწოლილები მიჰყავდათ ეს ბიჭები ცხინვალში. 15 დღის შემდეგ ის ორი გამოუშვეს, ჩემი შილი კი დაიკარგა. დღემდე არ ვიცი მის შესახებ არაფერი. ლეო გიგუაშვილმა მითხრა, რომ ცხინვალის მე-6 სკოლაში ვყავდით და იქიდან გაიყვანეს, სად წაიყვანეს არ ვიციო. მეორე ბიჭი არაფერს ამბობს, გვემალება. კარგი დღე რომ არ დაადგებოდათ ბიჭებს იქ, ვიცი. ერთერთი მათგანი მას შემდეგ ძალიან ნერვიული გახდა“
მოხუცი ცოლ-ქმარი შვილის გაუჩინარებას არ ეგუებოდნენ, საკუთარი ძალებით ცდილობდნენ მის მოძებნას. როგორც დაკარგული გრიშას დედა აბობს, მისი მეუღლე ბევრჯერ მივიდა გორის პოლიციაში დახმარების სათხოვნელად, ასევე ოს ნათესავებსა და მეგობრებში მოიკითხეს შვილის მდგომარეობა, თუმცა ქართველებთან საუბარს ერიდებიან.
‘’ბევრჯერ ვცადეთ გაგვერკვია რა მდგომარეობაში იყო, ან თუ ცოცხალია საერთოდ. ჩემი ქმრის ძმაკაცი და ბიძაშვილი ცხინვალის მილიციაში მუშაობდა. დაგვპირდა მოძებნიდა, მაგრამ უშედეგოდ. ვერავინ ვერაფერი გაარკვია. როგორც გავიგეთ ეშინიათ, ვერ ეკონტაქტებიან ქართველებს. ყურადღებას აღარავინ არ გვაქცევს. აქაური სამართალდამცავებიც არ დაგვხმარებიან. ცხინვალში რომ გვიშვებდნენ არც კი მოითმენდა ჩემი მეუღლე, შევიდოდა მოსაძებნად, მაგრამ არც იქ არ გვიშვებენ“,-ამბობს ქალბატონი ჟუჟუნა.
ახლა მოხუცები ავად არიან. უჭირთ მოუარონ კარ-მიდამოს, რომელიც ერთადერთი შვილისთვის უნდოდათ და როგორც ჟუჟუნა ამბობს, ახლა მხოლოდ მისი ლანდი დადის ეზოში, სადაც გრიშა გაიზარდა:
‘’მგონია რომ ცოცხალია. სულ მელანდება, რომ ან ეხლა შემომიღებს კარს, ან ეხლა, მაგრამ ამაოა ჩემი ფიქრები. სარკეშიც აღარ ვიხედები ისე დამაბერა დარდმა...“
საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 163, ეროვნებით ქართველი, სამოქალაქო პირი იმყოფებოდა ტყვედ. განსხვავებულია, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ომბუდსმენის, დავით სანაკოევის ინფორმაცია. 2008 წლის 29 აგვისტოს გაზეთ "USA Today"-სთან ინტერვიუში დავით სანაკოევი აცხადებდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას სულ 182 ქართველი სამოქალაქო პირი ჰყავდა დატყვევებული "მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით".
ქართველი სამოქალაქო ტყვეების შესახებ ბევრს წერდა და აშუქებდა საერთაშორისო მედია. მაგალითად, გაზეთი "Telegraph" 18 აგვისტოს იუწყებოდა 130 ქართველი ტყვის შესახებ, რომლებიც ცხინვალში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ჰყავდათ დაკავებული. გაზეთის ინფორმაციით, ტყვეთა შორის იყო 12 წლის გოგონაც.
ყველა დასავლურ მედიასაშუალებაში სამოქალაქო ტყვეების მდგომარეობით გამოწვეული შეშფოთება ხაზგასმული იყო. მაგალითად, გაზეთი "The Guardian" საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე მიანიშნებდა და წერდა, რომ "სამოქალაქო ტყვეების აყვანა ჟენევის მეოთხე კონვენციის მესამე მუხლით არის აკრძალული"
ეთნიკური ქართველების ტყვედ აყვანის და მათ მიმართ არასათანადო, დამამცირებელი და ხშირად სასტიკი მოპყრობის შესახებ ვრცლად არის მოთხრობილი ეუთოს 2008 წლის ანგარიშშიც.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში წითელი ჯვარია ჩართული. ორგანიზაციის ინფორმაციით ამ დროისთვის დაახლოებით 2500 ადამიანი ითვლება უგზო უკვლოდ დაკარგულად 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიტის, ასევე ცხინვალის რეგიონის 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად. ამ რაოდენობაში შედის ქართველი, აფხაზი, ოსი, რუსი ეროვნების დაკარგული პირები.
აგვისტოს ომის დროს გაუჩინარებულ გრიშა ნალბანდოვს დედა 12 წელია ელოდება

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები