რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როგორ გაჩნდა ახალი სასწავლო სივრცე ხაშურის #1 სკოლაში
ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია სკოლის ეზოში მოწყობილი სასწავლო სივრცე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებლებმა სკოლის ადმინისტრაცის იდეა მოუწონეს, ზოგმა კი დაუწუნა.

იდეის ავტორი, ხაშურის საჯარო სკოლის დირექტორ მორის დანდურიშვილს განმარტავს, რომ აღნიშნული სივრცე ერთი წლის წინ მოაწყო, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო კორონავირუსი გავრცელებული და მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად იყენებენ:

,,მადლობა საინფორმაციო სააგენტოებს, რომ გააშუქეს ეს ამბავი, მაგრამ ხალხმა არასწორად გაიგო, რადგან ეს გახლავთ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ფოტო, იმ უამრავი ფოტოებიდან, რომელიც გუშინ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში. გაოცებული ვარ ისეთი აჟიოტაჟო მოყვა ამ ყველაფერს, გეგონება მხოლოდ ამ ერთ სივრცეზე ვართ დამოკიდებული. საკლასო ოთახებში მერხების დისტანციის დაცვით განლაგების გარდა, ერთ-ერთი სასწავლო სივრცე სკოლის ეზოში გვაქვს მოწყობილი. ჩემს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ასახავდა სკოლის მზადყოფნას სასწავლო პროცესის დაწყებისთვის." - ამბობს სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი.

მისი თქმით, ეს სივრცე არ მოწყობილა ახლა:

,,შარშანაც გვქონდა, მაშინ სულ არ იყო კორონავირუსი და იყენებდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები სურვილისამებრ. ახლა მხოლოდ დავამატეთ დაფა და სკამები დავალაგეთ ერთ მეტრის დაშორებით ერთმანეთისგან. ასევე ვაპირებდით 15 სექტემბერს ამ სივრცეში დავხვდეთ პირველკლასელებს და საჩუქრად გადავცეთ ნოუთბუქები და სახელმძღვანელოები. ეს არ არის განკუთვნილი, რომელიმე კონკრეტული კლასისთვის. მისი გამოყენება ყველას შეუძლია სანამ კარგი ამინდებია. სკამებს რაც შეეხება, არის ძველი და წყალგამძლე, ასე რომ არ ვაზიანებთ სახელმწიფო ქონებას. ჩვენი სკოლა საერთოდ არ გადასულა დისტანციურ სწალებაზე, რადგან სრულად აკმაყოდილებს დადგენილ ნორმებს. 24 კლასი გყვავს და ოცდაოთხივე კლასი ისწავლის თავისივე საკლასო ოთახში ყველა რეგულაციის გათვალისწინებით", - გვითხრა სკოლის დირექტორმა მორის დანდურიშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.