რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
თვაურების სევდა - სოფელი თვაურები
ლამისყანის შემდეგ პატარა სოფელია, მდინარის გასწვრივ. ერთ მხარეს ახალგორის გზა მიდის, მეორე მხარეს ფერდობზე რამდენიმე სახლი ფოთლებშია ჩამალული. მთელ სოფელს ფეხის ნაბიჯზე შემოივლით. გრუნტიანი გზა შუა სოფელზე გადის, რომლის გასწვრივ სახლებია ჩამწკრივებული.

განთქმული მკერავი სირანა თვაური ორი წლის წინ გარდაცვლილა, 85-წლის ასაკში. ძმისშვილებს უვლიდა მთელი ცხოვრებაო - გვითხრეს.

გზად ოთარ ბიგანიშვილი შემოგვხვდა. შემოდგომის ჩამოცვენილი ფოთლებისგან წყლის არხს ასუფთავებდა. არხში წყალი ბევრი მოდის, თანაც ახალგორის მხრიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელს გარკვეული ხანი არ მიეწოდება სარწყავი წყალი. რამდენიმე წელია ეს პრობლემა მოგვარებულია.



,,ადრე სოფელი ხალხით იყო სავსე - პატარები, დიდები... ახლა აღარ არიან. აგერ ერთი-სამი ბავშვიღაა დარჩენილი, დანარჩენი ახალგაზრდობა გარეთაა გასული და თავიანთი ბავშვებიც მათთან ერთად. აქ რამდენიმე ბიჭია, ხუთი ბიჭი და დანარჩენები სულ პენსიონერები ვართ." - გვითხრა ოთარ ბიგანაშვილმა.

ამჟამად, სოფელში ყველაზე ხნიერი 83-წლის მამაკაცია. ჩვენი მასპინძელი შეეცადა მის ნახვას, მაგრამ კარი იმდენად მყარად იყო ჩარაზული, ოთარ ბიგანიშვილმა ძვრა ვერ უყო.

,,რეზო... რეზო..." - უყვირის ბატონი ოთარი 83-წლის კაცს. ხმაურზე სოფლის სხვა მცხოვრებლებმა გამოიხედეს, ძაღლებმაც ყეფა ატეხეს.

,,რა ხდება?" - ყველა კითხულობს. მათ შორის, ერთი ქალბატონი, რომელმაც სახლის წინ გზის დაგვა დაიწყო.

,,პედაგოგი ხომ არ არის?" - ვკითხეთ ოთარ ბიგანიშვილს. ,,არა, პედაგოგი არ არის. მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მარტო არიან სახლში" - გვიპასუხა.

,,შვილები?"

,,შვილებიც და შვილიშვილებიც, ყველა ვლადიკავკაზშია წასული? თვითონ ბენდერიდანაა, მეჯვრისხევის ზევით რომ სოფლებია, ცხინვალის რაიონიდან" - გვიპასუხა ბატონმა ოთარმა.

ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ჟურნალისტი სწორედ მეჯუდის ხეობიდანაა. ამიტომ, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღეთ. მეჯუდის ხეობის ორი წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.


ფოტოზე: ზალინა კუდუხთი-თვაური

,,გამარჯობა, თქვენ მეჯუდის ხეობიდან ყოფილხართ" - პირდაპირ ვუთხარით.

,,კი, საიდან იცით? ოთარამ გითხრათ, არა? უი, შე ჭორიკანა" - შეხედა ჩვენს მასპინძელს და ყველამ სიცილი დავიწყეთ.

,,ოთარის დამსახურებაა, რომ ჩვენი გუნდის წევრს შეხვდებით, რომელიც იმავე ხეობიდანაა" - ამ სიტყვებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი გუნდის წევრი, გიორგი და ქალბატონი ზალინა მეზობელი სოფლებიდან არიან.

ყავა, წყალი, არაყი, ყველი, ხილი... ჩვენთვის ეწყობა მაგიდაზე, მაგრამ მზე უკვე ეფარება მთას. შუადღეს აქ უკვე საღამოა, რადგან მთა იმდენად ახლოსაა, რომ 90-გრადუსიანი დახრილობის შემდეგ, მზე აღარ ჩანს.

ეზოში მანქანაც შემოვიდა. ქალბატონი ზალინას მეუღლე გოგია თვაური მოვიდა.

,,რა დააშავე გოგი, რომ ჟურნალისტები მოვიდნენ?" - ეძახის ცოლი ქმარს.

ხუმრობა და მოგონებები არ წყდება. ჩვენი სამუშაო კი გვერდით გვრჩება. სამსახურიდან მოსულ ოჯახის მასპინძელს, ბატონ გოგის კი სურს, რომ სუფრაზე ვესტუმროთ. კორონავირუსის გამო, მაგიდა გარეთ გაშალეს. ბევრი მოგონება და სათქმელი ითქვა უკვე.

ქალბატონ ზალინას ნოემბრის ბოლოს ჩურჩხელები მოუმზადებია. ბევრი გაატანა შვილიშვილებთან, ვლადიკავკაზში, საახალწლოდ:

,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ. აი, მაგით ვარ უკმაყოფილო. შარშან ვლადიკავკაზში შევხვდი ახალ წელს, 26-ნი მოვგროვდით, შემდეგ ძველ ახალ წელს აქ ჩამოვიდნენ. მთელი სოფლის ახალგაზრდობა ბოლო სახლი რომაა, იქ ჩავიდა. გაუშვეს საახალწლო მაშხალები, ერთი ამბავი ჰქონდათ. წელს? რა გითხრათ, აბა?!" - ამბობს ქალბატონი ზალინა.

ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანეს, ამბების მოყოლა უყვართ. ერთი მეორეს ცვლიდა ადამიანური ურთიერთობების ისტორია, ახალგაზრდობიდან დიდობამდე; როგორ წაიყვანეს ბატონი გოგი მეჯუდის ხეობაში გოგოს გასარიგებლად; როგორ შეხვდა გზაში სხვა გოგო; რა დახვდა ახალგაზრდა რძალს თვაურებში; გაჭირვება, სიდუხჭირე, შემდეგ ოჯახის ფეხზე დადგომა და ამ ყველაფრის გვირგვინი - ომი.

ზალინა და გოგი ერთმანეთს მეჯუდის ხეობაში, სოფელ ბიყარში შეხვდნენ. ზალინა კუდუხოვა წარმოშობით სოფელ ბენდერიდანაა, რომელიც ცხინვალის რაიონში, მდინარეების მეჯუდისა და არკინარეთისწყლის ხეობებში მდებარეობს. (დღეს ამ სოფელში მხოლოდ ერთი - სოსლან კუდუხოვის და ჟუჟუნა ხაჩიროვას ოჯახი ცხოვრობს).

როგორც ზალინა გვიყვება, მომავალ მეუღლესთან მათი შეხვედრა შემთხვევით მოხდა. ზალინა - ცხინვალში, ხოლო მისი მომავალი მეუღლე თავის დასთან და ზალინას ბიცოლასთან ერთად - გოგოს გასაცნობად მიდიოდნენ. გოგის ზალინა მოსწონებია და რამდენიმე თვეში დაქორწინებულან კიდეც.


ფოტოზე: ზალინა და მისი მეუღლე, გოგი თვაური

,,როგორც კი არეულობა დაიწყო, პირველი ჩვენ დაგვაყაჩაღეს," - გვითხრა ქალბატონმა ზალინამ და ნელ-ნელა გაქრა ის ხალისიანი განწყობა, რითიც პირველივე შეხვედრიდან გვაგრძნობინა. ამას მოყვა ერთ საღამოს ტყეში გაქცევა; შემდეგ სოფლის მოსახლეობის მიერ გზის გადაკეტვა, კრიმინალები რომ დასახლებაში არ შესულიყვნენ; სიკვდილის შიში; ბავშვების გარიდება; დაბრუნება...ომის შემდეგ გაჭირვება.

,,ბავშვები საბოლოოდ წავიყვანე 1996 წელს. ჩემი ქმარი ამის ძალიან დიდი წინააღმდეგი იყო. ვერსად წაიყვან ბავშვებსო. აქ არც სწავლა, არც შუქი... ძალიან გაჭირვება იყო. ჩავიყვანე ვლადიკავკაზში და ახლობლის სახლში მივიყვანე და დავტოვე. დაიწყო ახალი ცხოვრება; წესიერად რუსულიც კი არ იცოდნენ ბავშვებმა,"" - ამ დროს უკვე თვალებზე ცრემლი მოადგა.

შევარდნაძის მმართველობის დროს ხალხმა უკან დაბრუნება დაიწყო. ბავშვები ამჯერად თვაურებში ზაფხულობით ჩამოდიოდნენ:

,,სახლი ისეთი იყო, წყალი ჩამოდიოდა. გარემონტებული გვქონდა მარტო პირველი სართული. დასასვენებლად რომ ჩამოდიოდნენ შვილიშვილები, პირველ სართულზე არც ჩერდებოდნენ. მერე გავაკეთეთ მეორე სართული. სამუშაოდ ვერა, მაგრამ დასასვენებლად სულ აქ ჩამოდიან; ზღვაზეც მიდიან ხოლმე. ძალიან უყვართ აქაურობა" - საბოლოოდ პოზიტიურად მთავრდება ამბები.

,,ეხლა ეგ მითხარით, სად ვიქნები? სად მიყურებენ ჩემები?" - გვკითხა ქალბატონმა ზალინამ. წელს ისინი არ უნახავს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პანდემიის გამო ზაფხულში ჩამოსვლა ვერ შეძლეს. ოცნებობს რომ მალე გაიხსნას გზები და კვლავ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად შეხვდეს ახალ წელს, ისე როგორც შარშან - მთელი ოჯახით.



კორონავირუსისგან თავს კი ხალხური მეთოდით იცავენ. მათ მაგიდაზე გამუდმებით დგას არყის ბოთლი - გარედან შემოსვლისთანავე ხელების დეზინფექციისთვის.

,,ეს ტელეფონი რომ არ იყოს ალბათ გავგიჟდებოდით" - ამბობს გოგი თვაური.

სოფელი თვაურები კასპის მუნიციპალიტეტში, ლამისყანის თემში მდებარეობს. სოფელმა სახელი აქ მცხოვრები თვაურებისგან (ოსურად - თუათა) მიიღო, რომლებიც გასულ საუკუნეებში პატარა ლიახვის ხეობის სოფელ წიფორიდან ჩამოსახლებულან.

თავდაპირველად ზემო თვაურებში ცხოვრობდნენ, სადაც ახლა მათი სალოცავი და სასაფლაოა, ხოლო 1959-60-იან წლებში ქვემო თვაურებში ჩამოიყვანეს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.