რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ვხედავ და მესმის შეხებით – პირველი საერთაშორისო კონგრესი ყრუუსინათლობის შესახებ საქართველოში
2020 წლის 4, 5, 6
დეკემბერს გიწვევთ პირველ საერთაშორისო კონგრესზე
ყრუუსინათლობის შესახებ საქართველოში: "ვხედავ და მესმის შეხებით",
რომელიც გაიმართება ონლაინ,
Zoom-ის პლატფორმაზე.
კონგრესის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყრუუსინათლობის შესახებ და მათი ყურადღების მიპყრობა ორმაგი სენსორული დარღვევის ეფექტიანი მართვის სტანდარტის შექმნისა და დანერგვის მნიშვნელობაზე. სამი დღის განმავლობაში, დაგეგმილ ლექციებზე, დისკუსიებსა და სემინარებზე, რომლებსაც დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები გაუძღვებიან, განიხილება ყრუ-უსინათლო პირთა წინაშე არსებული გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, გაზიარდება საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები.
საერთაშორისო კონგრესი იმართება საქართველოს სახალხო დამცველის პატრონაჟითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის "ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში" ფარგლებში. პროექტს 2018 წლიდან ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია ფონდი ჰუმანდოკი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად.
კონგრესის ორგანიზატორები არიან: ფონდი ჰუმანდოკი და საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი.
პრობლემის აქტუალობიდან და საჭიროების სიმძაფრიდან გამომდინარე, 2018 წლიდან, ფონდ HumanDoc-ისა და პოლონური დახმარების მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი "ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში". ეს გახლავთ საქართველოში და რეგიონში პირველი და, ამ ეტაპზე, ერთადერთი ინიციატივა, რომელიც ერთდროულად სმენისა და მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 3 წლის მანძილზე, პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა ყრუ-უსინათლო პირთა რეაბილიტაციის, განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრები, ოთხი კლუბი საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში. უახლოეს მომავალში, კლუბის გახსნა ქუთაისშიც იგეგმება.
პოლონური გამოცდილების გაზიარებით, ინტენსიური სასწავლო კურსის შედეგად, მომზადდა ყრუ-უსინათლო პირთა 15 თარჯიმან-მეგზური და თარჯიმან-მეგზურის ინსტრუქტორები, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში აღნიშნულ კლუბებში საქმიანობენ და ყოველდღიურად უჭერენ მხარს ყრუ-უსინათლო ბენეფიციარებსა და მათ ოჯახის წევრებს.
პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა პირველი პუბლიკაცია ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ქართულ ენაზე და შეიქმნა ლორმის (ტაქტილური) ანბანის ქართული ვერსია.
ასევე პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ორგანიზაცია "საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი", რომელიც გააგრძელებს ყრუ-უსინათლო პირთათვის კეთილდღეობის სისტემის შენების ხელშეწყობას. ორგანიზაციის მისიაა ყრუ-უსინათლო პირებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესება ცნობიერების ამაღლების, გაძლიერების, ადვოკატირებისა და მათთვის ძლიერი მხარდამჭერი სისტემის შექმნის ხელშეწყობის გზით.
პროექტის მიზანი, როგორც უკვე აღინიშნა, ბენეფიციარებისთვის მხოლოდ პირდაპირი დახმარების მიწოდება არ არის. ყრუ-უსინათლო პირები კომპლექსურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მათ ერთდროულად რამდენიმე მომსახურება ესაჭიროებათ სრული რეაბილიტაციის, ინტეგრაციისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის. აქედან გამომდინარე, საჭიროა არსებობდეს კონკრეტული ხედვა, ეფექტიანი პოლიტიკა აღნიშნული ყრუუსინათლობის სამართავად. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სამიზნე სტრუქტურებთან იმისთვის, რომ ყრუ-უსინათლო პირთა თემი, მათი გამოწვევები და საჭიროებები გახდეს უფრო ხილვადი და ჩამოყალიბდეს მათი მხარდაჭერის ეფექტიანი სისტემა.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კონგრესის პროგრამა:
პარასკევი, 4
დეკემბერი
16:00-16:10 კონგრესის გახსნა
16:10-17:00 ვინ არის ყრუ-უსინათლო
პირი?
17:00-18:30 საქართვევლოში
განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია
ღონისძიებაზე დასასწრები ლინკი:
https://bit.ly/4december_congress
შაბათი, 5 დეკემბერი
16:00-18:00 საუკეთესო პრაქტიკები
განსხვავებული პერსპექტივებიდან – ყრუ-უსინათლო პირები და
სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
18:00-19:15 ყრუ-უსინათლო პირი,
როგორც უჯახის წევრი
ღონისძიებაზე დასასწრები ლინკი:
https://bit.ly/5december_congress
კვირა, 6 დეკემბერი
15:00-17:00 ყრუ-უსინათლო პირთა
კლუბების საქმიანობა 17:00-18:00 თარჯიმან-მეგზურის მომსახურება და
მისი მნიშვნელობა ყრუ-უსინათლო პირისთვის
18:00-20:00 ვორქშოფი – „Deafblind
Ontario Services“-ს მისაწვდომობის სახელმძღვანელო.
ღონისძიებაზე დასასწრები ლინკი:
https://bit.ly/6december_congress
კონგრესის სრული პროგრამა: https://deafblind.ge/…/kongresis-dghis-tsesrigi_-2020…
საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა
კავშირი https://deafblind.ge/
საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა
კავშირი Facebook-ზე https://www.facebook.com/GeoLorm
ფონდ ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის
რეგიონალური ოფისი თბილისში https://www.facebook.com/HumanDocGeo/
ქართული ლორმის ანბანი: https://youtu.be/_6S95EmyogU
ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები