რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თიბისის აგრობარათი ფერმერებისთვის [R]
თიბისი ფერმერებს სრულიად ახალ პროდუქტს - აგრობარათს სთავაზობს,
რომელსაც ისინი მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურ საქმიანობაში მარტივად
გამოიყენებენ. ფერმერებს შეეძლებათ აგრობარათით დაფარონ სამეურნეო
წლის განმავლობაში მეურნეობისთვის საჭირო ყველა მიმდინარე ხარჯი,
როგორიცაა სათესლე და სარგავი მასალების, შხამქიმიკატების, ცხოველის
საკვების ანდა ვეტპრეპარატების, საწვავის, სხვადასხვა აგრო
მომსახურების (მაგ.: ნიადაგის დამუშავება, თესვა და ა.შ) შეძენა,
მუშახელისა და მოსავლის აღების ხარჯების დაფინანსება.
ფერმერებს ბარათზე ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტი ექნებათ, რომლისთვისაც არ მოუწევთ ყოველი წლის დასაწყისში ბანკში მისვლა და ერთხელ დამტკიცებულ ლიმიტს ოთხი სამეურნეო წლის განმავლობაში გამოიყენებენ. ეს კი მათ საშუალებას მისცემთ მომდევნო წლისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები აგროვადების დაცვით დროულად განახორციელონ, ასევე ხელსაყრელ ფასად შეიძინონ მათი საქმიანობისთვის საჭირო ყველა მასალა.
ფერმერები წლის განმავლობაში აგრობარათზე ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდას მეურნეობის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეძლებენ. მაგალითად, არასეზონური აგრობიზნენსის მფლობელებს შეუძლიათ ათვისებულ თანხაზე დარიცხული პროცენტი ყოველთვიურად გადაიხადონ და მთლიანი თანხა ვადის ბოლოს მეოთხე წელს დაფარონ, ხოლო მათ ვისაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები აქვთ, გადახდა მოსავლის აღების და რეალიზაციის შემდეგ წელიწადში ერთხელ შეეძლებათ. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ, ფერმერს ბანკისგან დამოუკიდებლად კვლავ შეუძლია აითვისოს ბარათზე განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი.
თიბისის აგრობარათი ფერმერის საქმიანობაზე სრულად მორგებულია, რადგან ფერმერს მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა შეუძლია ამავე ბარათზე განათავსოს და მასზე საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ეს ბარათი იმითაც უნიკალურია, რომ მფლობელი მისი გამოყენებისას ისარგებლებს სპეციალური ფასდაკლებებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ აგრო მაღაზიებსა და მომსახურების ობიექტებზე. აგრობარათის პარტნიორი აგრო კომპანიების რიცხვი კი თანდათან იზრდება.
ბარათის მაქსიმალური საკრედიტო ლიმიტი 20 000 ლარია, რომელიც ინდივიდუალურად 4 წლის ვადით განისაზღვრება. აგრობარათის აღება შეეძლება სოფლის მეურნეობაში ჩართულ ყველა ფიზიკურ პირს, მცირე ოჯახური ანდა ფერმერული მეურნეობის მფლობელებს.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები