რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რენეს ინდაურების ბაზრობა
ძველი ხის ტოტებისგან დანთებულ ცეცხლის გარშემო თბებობდა მოხუციც,
ახალგაზრდაც და სკოლის მოსწავლეც. მანქანის გაჩერება იმის
მანიშნებელია, რომ სახლში მიმავალ მგზავრს ინდაურის ყიდვა
გადაუწყვეტია. ბევრს ცოცხალი ფრინველის ფასი ეძვირება, ამიტომ
ურჩევნია უკვე დაკლული ფრინველი იყიდოს, ისიც აქვე.
გორი-თბილისის გზაზე, რენე-ნიგოზას მონაკვეთზე წინასაახალწლოდ წელს 3 ადგილზე გაიყიდა ინდაური. ადგილობრივი მოსახლეობა მყიდველის ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფრინველის საკვებისთვის საჭირო მარცვლეულის დეფიციტს ბოლო რამდენიმე წელია განიცდიან.
,,გუშინ სპეციალურად ჩავიარე ჩვენი დანარჩენი სოფლებისკენ. არც კოდისწყაროსკენ, არც ზემოთ ნიგოზასკენ და შავშვებისკენ არ ჰყავდათ გამოყვანილი ინდაური. წელს მხოლოდ ქვემო და რენემ გაყიდა ინდაური ავტობანზე. ამ სოფლებში ამ საქმიანობას ტრადიციულად მისდევენ, რაც თავი მახსოვს, ასეა." - გვითხრა მამუკა გოჭოშვილმა.
წინა დღეებისგან განსხვავებით, 31 დეკემბერს ავტობანზე რენეს მოსახლეობამ მხოლოდ ცოცხალი ფრთა გამოიყვანა გასაყიდად:
,,გუშინაც ბევრი დაკლეს სოფელში. ზოგმა 50 ცალი, ზოგს 100 ცალი ყავდა. მანქანა დაიქირავეს და თბილისში წაიღეს. რომ გითხრათ რომ არ იყიდება, მოგატყუებთ. ასევე, ბევრი გაიყიდა ავტობანზე. დღევანდელი დღეც არაა ისეთი დღე, რომ არ გაიყიდოს. მაინც გამოვედით." - გვითხრეს რენელებმა.
ქვემო და ზემო რენეში დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობს. მამუკა გოჭოშვილის თქმით, სოფლის მოსახლეობა სეზონის მიხედვით სხვადასხვა სახის საქონლის მოვლით და მოყვანით არის დაკავებული:
,,აქ ყველა სეზონზე რაღაც მოგვყავს. მაგალითად, გაზაფხულზე ხახვი, ნიორი, მერე კომბოსტო, ასევე, მინვდრებში ვთესავთ ქერს და ხორბალიც მოდის. ჩვენთვის მთავარია გასაღები ბაზარი იყოს. მე რომ მეცოდინება, რომ წელს ხახვს გავყიდი, მოვიყვან 2 ტონას; რომ მეცოდინება, რომ არიან კლიენტები და წაიღებენ ბევრს, მოვიყვან კომბოსტოს. მაგრამ, ეს ჩვენ არ ვიცით, ბაზარზე რა მდგომარეობაა. კი ბატონო, მოვიყვან ტონობით ხახვსა და კომბოსტოს, მაგრამ მერე გადასაყრელი გამიხდება. ამიტომ, ჩვენთვის ხელშეწყობა ისაა, რომ ვიცოდეთ, სად არის გასაღები ბაზარი." - განმარტავს მამუკა გოჭოშვილი.
კიდევ ერთი სოფელი, რომელიც საახალწლოდ ინდაურების ბაზრობით გამოირჩევა, სოფელი ბოჟამია. გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში 100-მდე კომლი ცხოვრობს. ტრადიციას არც აქ უღალატეს და ასეულობით ფრთა ინდაური 30 დეკემბერს დაკლეს:
,,ჩვენ ამ საქმეს დიდი ხანია მივდევთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა აქეთ, ზევით ჩვენს უბანში, ვისაც ჰყდავდა ინდაური, ყველამ გაყიდა. დაკლეს და წაიღეს გუშინვე გასაყიდად. ბოჟამში ცოცხალ ფრთას იშვიათად თუ ვინმე ყიდულობს, ძირითადად, კლავენ და მიაქვთ" - გვითხრეს ბოჟამში.
სოფლის ცენტრში პატარა ზომის ფართზე ე.წ. ფრინველთა სასაკლაო მოაწყეს. იქვე იყო ცეცხლი, ზედ ქვაბით ცხელი წყალი თუხთუხებდა. მთელი უბნის მოსახლეობამ ამ სასაკლაოზე დაკლა ინდაური. გაამზადეს და კლიენტს მანქანით გაატანეს.
,,ზოგს ურჩევნია, რომ თავის მანქანით წაიღოს და ბაზარზე დადგეს; ან იცის უკვე ვისაც სჭირდება ინდაური და პირდაპირ მიუტანს ადგილზე. არიან ისეთებიც, რომლებიც აქ მოდიან; აქვე კლავენ და შემდეგ მიაქვთ გასაყიდად. ჩვენც დამოკიდებული ვართ იმაზე, კლიენტს როგორ ეწყობა ხელი. ბოჟამი კი ისეთ ადგილზე მდებარეობს ტერიტორიულად, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე ვერ ჩავიტანთ და იქ ვერ დავდგებით." - გვითხრეს ბოჟამში.
ბოჟმიც და რენეც კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ორივე სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. რენე ემიჯნება სოფელ ყარადილას, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის:
,,ინდაურს იმდენი ჭამა უნდა, რა თქმა უნდა, ბევრი სიმინდი და ქერი უნდა. გავუშვებთ ხოლმე საბალახოდ, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ყანები აღებულია და ასე იოლად გამოვდივართ." - ამბობს მამუკა გოჭოშვილი.
2021 წელს ორივე სოფლის მოსახლეობა იმედით შეყურებს. მთავარი სარწყავი არხის რეაბილიტაცია სრულდება, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან წყალმა უნდა გაიაროს. იმის გამო, რომ ჩვენს მიერ ნახსენები სოფლები ეთნიკური ოსებითაა დასახლებული, ქართულმა მხარემ მიაღწია შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ტირიფონის არხი გაიხსნას. ამ არხით ისარგებლებს როგორც ქართული, ასევე, ოსური სოფლები:
,,თუ გამართლდა და წყალი გამოუშვეს, ვერ წარმოიდგენთ, კიდევ როგორ აყვავდება ეს სოფლები. აქ ისეთი ნიადაგია, ყველაფერი ხარობს. ახლა ხედავთ, რომ ძირითდად გადახრიოკებულია, მაგრამ იყო დრო, როდესაც სულ ხეხილი იყო. ყვაოდა ბაღები. მთავარია, წყალი იყოს და შრომა აქ არავის ეზარება." - გვარწმუნებს მამუკა გოჭოშვილი.
ჟურნალისტების სტუმრობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა სახლში მყოფი დიასახლისებითვის. რამდენიმე გამოვიდა და გვითხრეს, რომ სოფელში ბავშვებს ინტერნეტი არა აქვთ. საკაბელო კომპანია ,,თრიალეთი" თურმე 3 თვე პირდება მათ, რომ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, თუმცა თვეებია მათთან არავინ ასულა. ,,სხვა ინტერნეტი ჩვენს სოფელში არაა შემოყვანილი, არც ბოჭკოვანი და არც სხვა.'' - გვითხრეს მოსწავლეების მშობლებმა. დავპირდით, რომ ამ თემით აუცილებლად დავინტერესდებოდით.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები