რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად [R]
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა. ინიციატივის ფარგლებში, 50 ბიზნესკლიენტი კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებული სხადასხვა მომსახურების პაკეტით დასაჩუქრდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერში და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა.

ინიციატივის განხორციელებას წინ ბინზესკლიენტების საჭიროებების დეტალური კვლევა უძღოდა, რათა ყველა მომსახურება მათი საქმიანობის განვითარებაზე მაქსიმალურად მისადაგებული ყოფილიყო. სწორედ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მეწარმეთა უმეტესობას დახმარება ბრენდინგის, ელექტრონული კომერციის, ვებგვერდების გამართვისა და სოციალური მედია მარკეტინგის კუთხით სჭირდებოდა. ახალი რეალობის გამოწვევებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული არხების სრულყოფასა და გამართვაზე, ასევე, თავად მეწარმეების შესაბამისი ცოდნით აღჭურვაზე, იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ბიზნესებს პანდემიის პერიოდში ოპტიმალურ ფუნქციონირებასა და განვითარების ალტერნატიული გზების მოძიებაში დაეხმარებოდა.

"ტერაბანკი მომხმარებლებისთვის მხოლოდ საბანკო სერვისების მიმწოდებელი არ არის. ჩვენი მცირე მასშტაბი შესაძლებლობას გვაძლევს, მოქნილები ვიყოთ, თითოეული კლიენტი პარტნიორად განვიხილოთ და ვეცადოთ, სირთულეები მათთან ერთად დავძლიოთ. აპრილის დასაწყისშივე დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ დავხმარებოდით ამ რთულ ვითარებაში ბიზნესკლიენტებს, რომლებიც პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა და მოხარულები ვართ, რომ ამ ინიციატივის დახმარებით, შემოდგომის ტალღას ბევრი მათგანი უკეთ მომზადებული დახვდა", - აცხადებენ ტერაბანკში.

პროექტში ჩართულ მეწარმეებთან ურთიერთობა, კონსულტაციისა და მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით, კვლავაც გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიულ სეგმენტს წარმოადგენს, მისთვის ახალი შესაძლებლობებისა და საინტეროესო ინიციატივების შეთავაზებას სამომავლოდაც გეგმავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის გორის ფილიალს მისამართზე: სტალინის N29 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.