რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მალხაზ კურტაევი: საქართველოში ცოლ-შვილთან ერთად მინდა ტკბილი ცხოვრება
31-წლის მალხაზ კურტაევი ახლა სოფელ ბობნევში (ახალი ხურვალეთი) პაპასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. დათა ვანიშვილის შვილიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადავიდეს, თუმცა ქართული პოლიციისაც ეშინია:

,,მე იმისიც მეშინია, რომ მანდეთ, რომ გადმოვიდე ქართულმა პოლიციამ არ დამიჭიროს და გადამცეს ცხინვალის ხელისუფლებას," - გვითხრა მალხაზ კურტაევმა (ვანიშვილი).

მან ორი დღის წინ თავი მოიწამლა. ცხინვალის საავადმყოფოში იმკურნალა და მეორე დღესვე, 20 იანვარს დააბრუნეს.

მათი სახლი ხურვალეთის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ამ დასახლებას ბობნევი (ახალი ხურვალეთი) ჰქვია.

მალხაზ კურტაევი ჩვენთან საუბარში განმარტავს, თუ რატომ ეშინია ქართული პოლიციის:

,,რო გადმოვედით აქა, ორი კვირა ვიყავით ჩემს სახლში აქა რუსების მოადგილეა ერთი. მოვიდა. ჩემი დევნილის მოწმობა წამართვა, პირადობა წამართვა მერე 9 დეკემბერს წაგვიყვანეს თავიანთ ბუტკის იქითა. იქით წაგვიყვანეს ბობნევის ბაღის ბოლოებზე იქით გადადიდოთო საქართველოს ტერიტორიაზე და ვითომ მაშინ მოდიხართო, გაგვიჩალიჩეს. ჩემი 8 თვის ფეხმძიმე მეუღლე გადავსვი ღობეზე, გადმოვსვი."" - გვიყვება მალხაზი.

იგი იმასაც ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა ვიდეო გადაუღეს, სადაც მან ქართველებს ოსურად შეაგინა

,,ვიდეო მაშინ გადამიღეს, ვითომ უარი თქვი საქართველოზეო, შეაგინეო ოსურადა ქართველებსა, დედა შეაგინეო დროზე შეაგინე დედაო''

- შეაგინე?

- კი, შევიგინე, სხვა გზა არ მქონდა. ჩემი თავი ენაცვალოს საქართველოსა, იძულებული ვიყავი კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ"- აცხადებს მალხაზ კურტაევი.



დაპატიმრების და ვიდეოს გადაღების შემდეგ, მალხაზი და მისი მეუღლე, თათია ადიკაშვილი ახალგორის იზოლატორში წაიყვანეს. თათია ორი კვირის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს, მალხაზს კი, შინაპატიმრობა მიუსაჯეს და დღემდე ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში ცხოვრობს:

,,მე მინდა ჩემ ცოლშვილთან ერთად ცხოვრება. მე რომ გადმოვიდე ქვევით, მაგ ვიდეოების გამო რომ დამიჭიროს საქართველოს პოლიციამ? მაგაზეც მეშინია. მერე ცხინვალის ხელისუფლებამ რომ მომითხოვოს და გადმომცენ, უფრო მომკლავენ მერე, ბატონო. გადმოვიდოდი საქართველოში, როგორც დევნილები, ერთი ბინა მიყიდონ, სამსახური მომცენ და სხვა არაფერი მინდა ჩემ ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში ტკიბილად ვიცხოვრებ"" - გვითხრ მალხაზ კორტაევმა.

ამ ინციდენტის შემდეგ, მალხაზ კურტაევმა 19 იანვარს თავი მოიწამლა. როგორც მისი ბებია, ვალია ვანიშვილი იხსენებს, სახლში დუსტი ჰქონდათ შენახული და ის დაულევია შვილიშვილს.

მალხაზ კურტაევი, როგორც გითხარით, ამჟამად, დათა და ვალია ვანიშვილების სახლში ცხოვრობს. მისი მშობლები კი, - ვლადიკავკაზში. ის ბებიასთან და პაპასთან ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში.

აქ გაიცნო ამავე სოფელში მცხოვრები თათია ადიკაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. არაერთი პრობლემის მიუხედავად, ისინი ერთმანეთთან შეხვედრას ახერხებდნენ ხოლმე. ბოლოს, გასული წლი ზამთარში შეუღლდნენ კიდეც.

შეუღლების შემდეგ, თათია ადიკაშვილი ვანიშვილების სახლში ცხოვრობდა. გარკვეული ხნის შემდეგ, ეს ამბავი ცნობილი გახდა რუსეთის სამხედროებისთვის და 2020 წლის აპრილში დააკავეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.