რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მალხაზ კურტაევმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვა
31-წლის მალხაზ კურტაევმა გამყოფი ხაზი გადაკვეთა და ხურვალეთში, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადავიდა. ცოტა ხნის წინ, ხურვალეთის შს განყოფილების შენობაში დაკითხეს.

დათა ვანიშვილის შვილიშვილმა პაპისა და ბებიის სახლი დღეს დილით დატოვა. ,,მე უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ. მინდა ჩემ ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრება. ვითხოვ, პატარა თავშესაფარს და სამსახურს, რომ მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება,'' - განაცხადა მალხაზ კურტაევმა.

ის, ბოლო დროს, სოფელ ბობნევში (ახალი ხურვალეთი) პაპასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. დათა ვანიშვილის შვილიშვილი მანამდეც ფიქრობდა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადასულიყო, თუმცა ქართული პოლიციისაც ეშინოდა:

,,მე იმისიც მეშინია, რომ მანდეთ რომ გადმოვიდე, ქართულმა პოლიციამ არ დამიჭიროს და გადამცეს ცხინვალის ხელისუფლებას," - გვითხრა მალხაზ კურტაევმა (ვანიშვილი) გუშინ, 21 იანვარს.

19 იანვარს თავი მოიწამლა. ცხინვალის საავადმყოფოში იმკურნალა და მეორე დღესვე, 20 იანვარს დააბრუნეს.

მალხაზ კურტაევი ჩვენთან საუბარში განმარტავს, თუ რატომ ეშინოდა ქართული პოლიციის:

,,რო გადმოვედით აქა, ორი კვირა ვიყავით ჩემს სახლში აქა რუსების მოადგილეა ერთი. მოვიდა. ჩემი დევნილის მოწმობა წამართვა, პირადობა წამართვა მერე 9 დეკემბერს წაგვიყვანეს თავიანთ ბუტკის იქითა. იქით წაგვიყვანეს ბობნევის ბაღის ბოლოებზე იქით გადადიდოთო საქართველოს ტერიტორიაზე და ვითომ მაშინ მოდიხართო, გაგვიჩალიჩეს. ჩემი 8 თვის ფეხმძიმე მეუღლე გადავსვი ღობეზე, გადმოვსვი."" - გვიყვება მალხაზი.

იგი იმასაც ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა ვიდეო გადაუღეს, სადაც მან ქართველებს ოსურად შეაგინა: ,,ვიდეო მაშინ გადამიღეს, ვითომ უარი თქვი საქართველოზეო, შეაგინეო ოსურადა ქართველებსა, დედა შეაგინეო დროზე შეაგინე დედაო. შევიგინე, სხვა გზა არ მქონდა. ჩემი თავი ენაცვალოს საქართველოსა, იძულებული ვიყავი კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ"- აცხადებს მალხაზ კურტაევი.

,,მე მინდა ჩემ ცოლშვილთან ერთად ცხოვრება. მე რომ გადმოვიდე ქვევით, მაგ ვიდეოების გამო რომ დამიჭიროს საქართველოს პოლიციამ? მაგაზეც მეშინია. მერე ცხინვალის ხელისუფლებამ რომ მომითხოვოს და გადმომცენ, უფრო მომკლავენ მერე, ბატონო. გადმოვიდოდი საქართველოში, როგორც დევნილები, ერთი ბინა მიყიდონ, სამსახური მომცენ და სხვა არაფერი მინდა ჩემ ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში ტკიბილად ვიცხოვრებ"" - გვითხრ მალხაზ კორტაევმა.

მალხაზ კურტაევი, როგორც გითხარით, ბოლო დრომდე, დათა და ვალია ვანიშვილების სახლში ცხოვრობდა. ბებიასთან და პაპასთან ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში.

ბებიასთან და პაპასთან სტუმრობის დროს გაიცნო ხურვალეთში მცხოვრები თათია ადიკაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. არაერთი პრობლემის მიუხედავად, ისინი ერთმანეთთან შეხვედრას ახერხებდნენ ხოლმე. ბოლოს, გასული წლი ზამთარში შეუღლდნენ კიდეც.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.