რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში ახალი ავტობუსების უმრავლესობა გურამიშვილის ქუჩაზე გაივლის
2021 წლის 8 თებერვლიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავებდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

მერიის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ავტობუსი იუსტიციის სახლის სიახლოვეს, გურამიშვილის ქუჩაზე მოხვდება. როგორ გაუძლებს დიდი ავტობუსების ნაკადს აღნიშნული ქუჩა, ეს ხვალიდან გამოჩნდება, თუმცა როგორც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, ახალი გრაფიკი ყველაზე მეტად კომბინატის, კერძოდ შინდისის გმირების გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს.

კერძოდ, შინდისის გამზირიდან გორის ახალ ავტოსადგურამდე არც ერთი ავტობუსი იმოძრავებს. ძველი ავტოსადგურის ნაცვლად ამჯერად ახალი ავტოსადგური, წმინდაწყლის დასახლებაში, ახალ ბაზართან გადავიდა.

,,ძალიან ბევრი პედაგოგი და მოსწავლე ცხოვრობს ამ უბანში, რომელსაც ტრანსპორტი ავტოსადგურამდე ჭირდება. ჩვენ ფაქტობრივად, ორჯერ უნდა გამოვიცვალოთ ტრანსპორტი, რომ ავტოსადგურში მოვხვდეთ. ასევე, მე პირადად, შემდეგ მესამე ავტობუსში უნდა გადავჯდე, რომლითაც ხურვალეთის სკოლაში უნდა წავიდე. ჩემ უბანში ცხოვრობს პედაგოგი, რომელიც ბერბუკში ასწავლის. ისიც ანალოგიურად უნდა გაწვალდეს," - ამბობს ხურვალეთის საჯარო სკოლის პედაგოგი, ზიზი კურმაშვილი.

რაც შეეხება კერძო მიკროავტობუსებს, მათი ნაწილი გაუქმდება. როგორც კერძო სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა პედაგოგებს განუცხადა, ქალაქში ახალი ავტობუსების გამოჩენის შემდეგ, კერძო მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილი აღარ იმოძრავებს.

ახალ ავტობუსებს გორის მერიის მიერ დაფუძნებული კომპანია ,,გორის ტრანსპორტის სააგენტო" მართავს. დღევანდელი მდგომარეობით, ტრანსპორტის სააგენტოს 1,6 მლნ ლარი აქვს დაფინანსება. ამ კომპანიამ შესყიდვები 2021 წლის 29 იანვრიდან დაიწყო.

კერძოდ, შეიძინეს საკანცელარიო ნივთები, კომპიტერები და რეცხვის და სადეზინფექციო მომსახურება. 6 თებერვალს კი, კატალიზატორისთვის სითხე მოითხოვეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და
ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

21:36 / 24.04.2025
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.