რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მეფისქალაქში კომპანიას ტრენაჟორები უკან გაატანეს, რადგან ისინი რუსულის ნაცვლად თურქული აღმოჩნდა
მეფისქალაქში კომპანია ,,ევროალიანსს'' ტრენაჟორები უკან გაატანეს, რადგან, რუსულის ნაცვლად, ისინი თურქული წარმოების აღმოჩნდა.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, უკანწაღების ფაქტი შემოდგომით მოხდა.

,,მოიტანეს, დააყენეს და ააღებინეს. რა მოხდა, ჩვენც ვერ გავიგეთ.'' - გვითხრეს სოფელში.

ტრენაჟორები რომ აიღეს და ისევ უკან წაიღეს, ეს ბავშვებმაც კი იციან. როგორც აღმოჩნდა, ისინი იმით დაამშვიდეს, რომ სხვა ტრენაჟორებს გაზაფხულზე მიუტანდნენ. თუმცა, აპრილი გადის და ჯერ ტრენაჟორები არ ჩანს.

რა ხდება მეფისქალაქში



როგორც ირკვევა, კასპის მერიასა და კომპანია ,,ევროალიანსს'' შორის ხელშეკრულება გასულ წელს, 2024 წლის მაისში გაფორმდა.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თავდაპირველად კულტურის სახლის შენობის დანგრევა დაევალა, შემდეგ კი - მის ნაცვლად ხელოვნურსაფარიანი სტადიონის, საბავშვო ატრაქციონების და ტრენაჟორების მოწყობა.

ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 187 000 ლარი შეადგინა. კომპანიას სამუშაოები 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების პერიოდში უნდა დაესრულებინა.

2024 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ,,ევროალიანსმა'' მერიას აცნობა, რომ ცუდი ამინდების გამო, გვიანდებოდა სამუშაოების დასრულება. ამიტომ, ვადის გადაწევა 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე ითხოვა. მერიამ ხელშეკრულების ვადა გადასწია, თუმცა მიწოდების ვადა არ გაუხანგრძლივა, რის გამოც, კომპანიას სანქციების რეჟიმში უწევდა მშენებლობის დასრულება. მისატანი იყო ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები.

2024 წლის ნოემბერშიც ვერ დაასრულა კომპანიამ სამუშაოები. 26 ნოემბერს ,,ევროალიანსის'' წარმომადგენელმა მერიას მისწერა თხოვნით, რომ კიდევ ერთი თვით, 31 დეკემბრამდე მიეცათ ვადა. მერია დათანხმდა. 

,,ევროალიანსი'' ამ პერიოდში, ეძებდა ისეთ ბაზარს, სადაც ტრენაჟორებს შეიძენდა. საბოლოოდ გაარკვია, რომ სატენდერო პირობების მიხედვით, ,,ევროალიანსს'' ზუსტად იმ პარამეტრების ტრენაჟორები უნდა დაემონტაჟებინა, როგორსაც რუსეთში ამზადებენ.

,,ევროალიანსი'' დაუკავშირდა იმ კომპანიას, რომელსაც ტრენაჟორები რუსეთიდან შემოჰქონდა და დღესაც შემოაქვს. ეს კომპანია ,,ჯეოპარკი''. ,,ჯეოპარკმა'' ,,ევროალიანსს'' განუმარტა, რომ ტრენაჟორების შემოტანა 60 დღით დააგვიანდებოდა, ანუ 2 თვით.

,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და ისინი თურქეთიდან შემოიტანინა და მეფისქალაქში ჩაიტანა.

კასპის მერის მიერ შექმნილმა ინსპექტირების ჯგუფმა დაათვალიერა ჩატანილი ტრენაჟორები და მასზე თურქული წარწერები აღმოაჩინა. მომხდარის შესახებ აცნობეს კასპის მერს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაისაჯოს ,,ევროალიანსი''

კერძოდ, 2025 წლის 10 აპრილს ,,ევროალიანსს'' დაახლოებით 10 ათასი ლარის ოდენობის თანხა დააკისრეს პირგასამტეხლოს სახით, ამავე დროს, ტრენაჟორების თანხას უკან აბრუნებინებენ და, საბოლოოდ, კასპის მერმა ,,ევროალიანსი'' შავ სიაშიც დაარეგისტრირებინა.

იმავე დღეს, 2025 წლის 10 აპრილს, კასპის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა ამჯერად მხოლოდ ტრენაჟორებზე და ბავშვთა ატრაქციონებზე. სატენდერო პირობებში ზუსტად ის ტრენაჟორების მოდელია ატვირთული, როგორსაც თავიდან ითხოვდა; და რომელსაც, ,,ევროალიანსის'' ცნობით, მხოლოდ რუსეთში ამზადებენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.