რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 8 თებერვალი
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 228-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 254 350-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 32, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 13, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554, საიდანაც: 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში - 48, იმერეთში - 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133.

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 649 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 019 პირი, აჭარაში - 739, იმერეთში - 1 408", -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯამში 68 000 ლარი დაიხარჯება. ტუმბოები კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით
შესაბამის ჭაბურღილებზე დამონტაჟდება.
ჯამში 68 000 ლარი დაიხარჯება. ტუმბოები კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესაბამის ჭაბურღილებზე დამონტაჟდება.
12:02 / 01.10.2024
კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული
სამეფოს საგარეო,
კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო,
13:26 / 30.09.2024
,,გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია ფიზიკური პირის გიორგი
გელიტაშვილის განცხადება, რომლითაც

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია ფიზიკური პირის გიორგი გელიტაშვილის განცხადება, რომლითაც

17:17 / 26.09.2024
24 სექტემბერს შესყიდვების სააგენტომ მოსთხოვა ინფორმაცია იმის
შესახებ, თუ
24 სექტემბერს შესყიდვების სააგენტომ მოსთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ
15:08 / 25.09.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.