რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მოსწავლეები სწავლას განსხვავებულ დროს იწყებენ - ხაშურის მე-8 სკოლის მეთოდი კოვიდის პირობებში
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, სკოლების ადმინისტრაციის
წარმომადგენლებსა და პედაგოგებს, გაკვეთილების განრიგის იმდაგვარად
შედგენის უფლება მიეცათ, რომ მაქსიმალურად იყოს თავიდან
აცილებული მოსწავლეთა
თავმოყრა.
ამ მიზნით, ხაშურის მე-8 საჯარო სკოლაში სწავლება კლასები 3 ცვლად დაიყო. აქ სწავლა საკლასო ოთახებში 15 თებერვლიდან იწყება, შესაბამისად, მომზადებასაც შეუდგნენ.
გეგმა ასეთია: მოსწავლეები სკოლის შენობაში 3 ნაკადად სხვადასხვა დროს ხვდებიან, შესაბამისად, შესვენების საათებიც სხვადასხვა დროს ეწყებათ. სკოლის შენობაში შემოსულ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი.
მაგალითად, I-IV კლასები დილით თუ იწყება 09.00 სთ-ზე, მეორე ცვლა V-VII კლასებისთვის იწყება თხუთმეტი წუთის დაგვიანებით - 09.15 სთ-ზე. უფრო მოზრდილები, მესამე ცვლის მოსწავლეები კერძოდ, VIII-XII კლასები, სწავლას მაშინ იწყებენ, როდესაც დანარჩენ კლასებში უკვე დაწყებულია. მოზრდილთა კლასები სწავლას - 09.30 სთ-ზე იწყებენ.
გაკვეთილების ხანგრძლივობა 1-ელ კლასშია 35 წუთი, ხოლო დანარჩენ კლასებში 40 წუთი, შესვენების ხანგრძლივობა -10 წუთი.
სკოლის ადმინისტრაციამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კიდევ ერთ გზას მიმართა. სკოლის ეზოსა და სკოლის შენობაში ნაკადების შესვლა განრიგით ხორციელდება.
V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ხოლო I-IVკლასის მოსწავლეები პირბადეებს ატარებენ მშობლის შეხედულებისამებრ. სკოლის პერსონალისთვის აუცილებელი ვალდებულებაა ატარონ პირბადე.
სკოლის ტერიტორიაზე დაუშვებელია უცხო პირთა , მათ შორის, მშობელთა გადაადგილება, სპეციალური გამოძახების გარეშე. მშობლებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, განხორციელდება დისტანციურად.

ამავე კატეგორიაში

წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები