რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა შიდა ქართლში მცხოვრებ თავის პირველკურსელებს
პანდემიით განპირობებული დისტანციური სწავლებისას არაერთი გამოწვევა გამოიკვეთა, მათ შორის, მთავარი ის ფაქტია, რომ სტუდენტთა ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი კომპიუტერით და მათ აუცილებლად სჭირდებათ როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური დახმარება.

SEU-ს რექტორის, გია კავთელიშვილის, გადაწყვეტილებით, 2020 წელს, SEU-ში ჩარიცხულ პირველკურსელებს, რომლებმაც SEU პირველ ნომრად აირჩიეს, უნივერსიტეტმა უპრეცედენტო საჩუქრები შესთავაზა - სტუდენტს თავად შეეძლო აერჩია:



• სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელებს Notebook Lenovo ThinkBook 15 (15,6") ან 1500ლ სასწავლო ვაუჩერი და უგრანტოებს • Notebook Lenovo V15 (15,6") ან 1000ლ სასწავლო ვაუჩერი. სტუდენტთა ნაწილმა ვაუჩერი აირჩია, ხოლო დიდი ნაწილისთვის არჩევანის შესაბამისად, SEU-მ 1400 -ზე მეტი ლეპტოპი შეიძინა.

უკვე დაიწყო სტუდენტებისათვის ლეპტოპების გადაცემის პროცესი, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მიმდინარეობს ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით. ლეპტოპები გადაეცათ შიდა ქართლის მხარეში (კასპი, გორი ქარელი) მცხოვრებ SEU - ს პირველკურსელებსაც.



გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე, SEU-ს ყველა პირველკურსელ სტუდენტს ექნება საკუთარი კომპიუტერი, რაც მათ სწავლის პროცესში ძალიან დაეხმარება, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე სტუდენტს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.



მარიამ ინაური, SEU - ს ტურიზმის პროგრამის პირველკურსელი: "დღეს ჩემმა უნივერსიტეტმა გორში, დევნილთა დასახლებაში ჩამომიტანა ლეპტოპი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო SEU - ს ესეთი საჩუქრისთვის, ეს მოტივაციაა თითოეული სტუდენტისთვის, რომ უკეთ ვისწავლოთ."



ფრიდონ მჭედლიშვილი, სეუ-ს მენეჯმენტის პროგრამის პირველკურსელი: "მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს, რომ კასპში ჩამომიტანა ლეპტოპი. ზოგადად ძალიან მომწონს SEU, კმაყოფილი ვარ როგორც სწავლით, ასევე გარემოთი. აქ, მუდამ ზრუნავენ სტუდენტებზე, ყველას ვურჩევ, რომ ჩააბარონ სეუ-ში."

ნიკოლოზ ვალიშვილი, SEU - ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის პირველკურსელი: "დღეს SEU - მ ლეპტოპი ჩამომიტანა სოფელ წვერში, ძალიან გამახარა, რადგან ონლაინ სწავლის პერიოდში ეს ლეპტოპი განსაკუთრებულ დახმარებას გამიწევ
."



ეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის გამორჩეული უნივერსიტეტია. SEU, უკვე წლებია არ თმობს ყველაზე მოთხოვნადი კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტატუსს, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2020 წელს აბიტურიენტებისთვის ყველაზე სასურველი კერძო უნივერსიტეტია.



SEU-ში შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო გარემო, სადაც სასწავლო პროცესში ძლიერი თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების სინთეზით ხდება კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადება ეროვნული და საერთაშორისო ბაზრებისათვის. SEU გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, წარმატებაზე, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე.

SEU - ში გელოდებათ:

ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებული სტრანდარტები

თანამედროვე და მაღალი ხარისხის აკადემიური გარემო

ადგილობრივი და უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალი ლექტორები

ინოვაციაზე და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება

გაცვლითი პროგრამები და ორმაგი დიპლომი ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში
დასაქმების მაღალი პოტენციალი

ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები

სპორტული და სოციალური სივრცეები

მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.