რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის მერიას ერთი წელია ტექნიკური მარილი არ შეუძენია
გორის მერიას ერთი წელია ტექნიკური მარილი არ შეუძენია. ამის
ამსახველი დოკუმენტაცია მოვიძიეთ.
შესყიდვების ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო შესყიდვა 2020 წლის 18 თებერვალს განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ კომპანია ,,ლორდისგან'' 90 ტონა ტექნიკური მარილი შეიძინა.
რაც შეეხება მიმდინარე ზამთრის სეზონს, გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა შეიძინა მხოლოდ 30 ტონა ქვიშა, თანაც გუშინ, 2021 წლის 16 თებერვალს. ამის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტი კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორმა დღეს გამოაქვეყნა.
რაც შეეხება გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს, 2020 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზამთრის სეზონზე, გზების მოვლა-შენახვა შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ს ევალება.
ამავე ხელშეკრულების ღირებულება 4 მლნ ლარს შეადგენდა. ..საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა აიღო ვალდებულება, რომ 2 წლის განმავლობაში, ყველა სეზონზე, მე-12 ზონაში შემავალი გზების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება მარილის ალტერნატივას, საგზაო უსაფრთხოებისთვის გამოიყენება ქვიშა, რადგან მისი ფხვიერი, წვრილი გრანულები არ დნება და, შესაბამისად, ზრდის მოჭიდებას გზებზე; არ ვნებს გარემოს, რადგან ბუნებრივი პროდუქტია, არ ცვლის წყლისა თუ ნიადაგის ქიმიურ თვისებებს. ამასთან. ქვიშისა და აგურის ნაფხვენი უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე თოვლი და ყინული, შესაბამისად, ქვიშამოყრილი ზედაპირი მზის სხივების მეტ ენერგიას შთანთქავს და აჩქარებს დნობას.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები