რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
დისკვალიფიცირებული კომპანია გორის მერიას უჩივის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მიზნით, თითქმის 1 მლნ ლარია გათვალისწინებული. ტენდერი უკვე ჩატარადა, ხოლო მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია უკვე მისცეს.

ამის გამო, კომპანია ,,ტენდერქსი" გორის მერიას უჩივის და მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლომ მიიჩნევს.

გორის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია ,,ტრენდექსს'' უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 2 სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით.

,,კომპანიის მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ სპეციალისტთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ამოეწურა 2020 წლის 10 იანვარს, ხოლო მეორე სპეციალისთან დადებული ხელშეკრულების ვადა მოქმედებს 2021 წლის 1 ივლისამდე'' - აღნიშნულია მერიის გადაწყვეტილებაში.

ამის გამო, როგორც მერიის კომისია განმარტავს, შპს ,,ტენდერქსი"-სთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში (რასაც შესაძლებელი იქნებოდა დაახლოებით თებერვლის დასასრულს) სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდებოდა არანაკლებ 2021 წლის პირველ აგვისტომდე, შესაბამისად, ,,ტენდერქსის'' მიერ მოწოდებული ხელშეკრულებები არ ადასტურებს სპეციალისტების დასაქმების ფაქტს.

კომპანია ,,ტრენდექსის'' წარმომადგენელი განმარტავს, რომ ერთ-ერთი სპეციალისტი უშუალოდ კომპანიის დირექტორია, შესაბამისად, საკუთარ თავთან დირექტორი ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდა, რაც შეეხება მეორე სპეციალისტს:


,,სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის კონკრეტული ან დირექტიული მოთხოვნა, რომ სპეციალისტთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა ფარავდეს სამუშაოების დასრულების ვადას.'' - ჩივის ,,ტრენდექსის'' დირექტორი.

თითქმის 1 მლნ-იანი პროექტის გასამარჯვებლად იბრძვის კიდევ ერთი კომპანია შპს ,,ქვები'', რომლის შესახებ სატენდერო კომისიას ჯერ არ უმსჯელია. შესაბამისად, თებერვალში სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის დაწყებას გამორიცხავენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.