რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებს
საქართველოში მცხოვრებთაგან თითქმის ყველას, 98%-ს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ. მოსახლეობის დიდი უმრავლესობის, 72%-ის აზრით კი, ის მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უშუალოდ ემუქრება. 

ასეთია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 11 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის, „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ“, შედეგები.

მართალია, უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ რისკების შესამცირებლად ცხოვრების ეკომეგობრულ წესზე გადასვლაა საჭირო, რეალურად ამას ძალიან ცოტა აკეთებს.


ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილების საკითხებზე საერთოეროვნული მასშტაბით გამოიკითხა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა ჩაატარა. კვლევის შედეგები ეყრდნობა 1,100 პირისპირ ინტერვიუს, რომელიც 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებლებთან ჩაიწერა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის წინაშე მდგარ სხვადასხვა სახის საფრთხეებს შორის მესამე ადგილზე ასახელებს. პირველ და მეორე ადგილებზე სიღარიბე და ინფექციური დაავადებები მოხვდა. საზოგადოებრივი აზრის კიდევ ერთი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ 50 ქვეყანაში ახლახან ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობის 68% იზიარებს მოსაზრებას, რომ კლიმატის ცვლილება „გლობალური მასშტაბის საგანგებო სიტუაციაა“.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ქვეყნის მიერ ნაკისრ კონკრეტულ პოლიტიკურ ვალდებულებებზე. მაგალითად, იმ გამოკითხულთა რიცხვი, რომელთაც ერთხელ მაინც სმენიათ ემისიის შემცირების მნიშვნელოვანი ვალდებულების, „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ შესახებ, 10%-ს არ აღემატება. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად აცნობიერებენ კლიმატის ცვლილების შესაძლო გავლენას თავიანთ ცხოვრებაზე. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გლობალურ დათბობას პირდაპირ უკავშირებს ისეთ ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ მოვლენებს, როგორიცაა წყალდიდობა, გვალვა, სეტყვა, მეწყერი, კოკისპირული წვიმა და სხვა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 45% თვლის, რომ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად დრო ჯერ კიდევ არის, ხოლო 49% დარწმუნებულია, რომ უკვე ძალიან გვიანაა. რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადამიანების ინდივიდუალური ქცევა მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. თუმცა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამ პროცესში პირად ვალდებულებას ვერ გრძნობს და მხოლოდ 57%-ს მიაჩნია, რომ კუთვნილი პასუხისმგებლობა თავადაც უნდა აიღოს.

ახალი კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, EU4Climate, ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანას, შეამციროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები და ეფექტიანად გაუმკლავდეს გლობალური დათბობის შედეგებს. ამის მიღწევის გზად კი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის დანერგვა და სათბური გაზების ემისიის შემცირებაა დასახული.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.