რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ერგნეთის შეხვედრაზე ცხინვალის დელეგაცია წნელისის საგუშაგოს აღებას ითხოვს
ერგნეთში დღეს მიმდინარე შეხვედრაზე, ოსური მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს წნელისის საგუშაგოს აღებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის აგვისტოს ბოლოს განათავსა. ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ოსურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოამზადებენ ასევე იმ საკითხებს, რომლებიც ჟენევის დისკუსიების ფორმატში განიხილება. მურატ ჯიოევის კომენტარს ოსური მედია ავრცელებს.

"შეხვედრაზე დაგეგმილია უსაფრთხოების საკითხების განხილვა საზღვარზე, ასევე საქართველოს უკანონო პოსტის გახსნა სოფელ უისტასთან (წნელისი) და სასაზღვრო ზონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები", - განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევმა .

ცხინვალის მედია  წნელისის საგუშაგოს თემას ვრცლად მიმოიხილავს. სტატიის მიხედვით, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს ვითარება ფრ-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე საქართველოსთან სერიოზულად გაუარესდა.

,,ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პოლიციამ სოფელ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა დაიწყო. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფორმატში შეხვედრის ფარგლებში, მოსთხოვა საქართველოს წარმომადგენლებს საგუშაგოს მოხსნა და უარი თქვეს, შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ ჩატარდა რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა IPRM ფორმატში, მაგრამ მონაწილეები კომპრომისზე არ მიდიოდნენ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მიიღო ზომები სოფელ წნელისთან (უისტასთან) მდებარე სასაზღვრო მონაკვეთზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე.'' - აღნიშნულია სტატიაში.

დღეს ერგნეთში ინციდნტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, დღის წესრიგში საკმაოდ ბევრი საკითხია შეტანილი.

ქართული მხარე მოითხოვს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, რამაზ ბეღელურის და ლაშა ხეთერელის გათავისუფლებას.

,,დღეს შედგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში რიგით 98-ე შეზვედრა. შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ განთავისუფლება, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოცემულ პერიოდში უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პტიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქის უპირობოდ განთავისუფლების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ ეს აღნიშნული საკითხი გაჟღერებულია ძალიან მაღალ რეგისტრში, მათ შორის, სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებზე, გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა და შესაბამისად დღევანდელ შეხვედრზე აღნიშნული საკთხი იქნება პრიორიტეტული. როდესაც ვსაუბრობთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, რა თქმა უნდა, უკანონი წვრთნებიც ამ ჩამონათვალში შედის. დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ,"-განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული 5 მარტს ჩანიშნულ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, გაიმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე ამბობს, ისინი ასევე ისაუბრებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო წვრთნებისა და უკანონო ბორდერიზაციის შესახებ.

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების წინა შეხვედრა გაიმართა 24 სექტემბერს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.