რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვანო'' - ვალია ვანიშვილი
" ბოლო სიტყვები რაც მითხრა, არ დატოვო შენი სახლიო.'' - ასე
განუცხადა ჟურნალისტებს ვალია ვანიშვილმა, რომლის მეუღლე, დათა
ვანიშვილი დღეს დილით გამთენიისას გარდაიცვალა.
მისი თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, დათა ვანიშვილმა ცოლს სთხოვა, სახლი არ დატოვოს:
,,არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვანო. არ წახვიდე, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგვეხმარებიანო ."- დათა ვანიშვილი ცოლი ვალია ვანიშვილი.
გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემის წარმომადგენლის, მანანა თვაურის თქმით, გორის მერია მზადაა სარიტუალო ღონისძიებებისთვის საჭირო დახმარება აღმოუჩინოს ოჯახს. ,,როგორც ვიცი, მერია უკვე ჩართულია ამ საქმეში და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დავეხმაროთ ოჯახს" - გვითხრა შავშვების თემის წარმომადგენელმა მანანა თვაურმა.
დათა ვანიშვილი ხურვალეთის იმ ნაწილში ცხოვრობდა, რომელსაც ბობნევი ქვია. მისი საცხოვრებელი სახლი საოკუპაციო ხაზის გავლების შემდეგ, მავთულხლართების მიღმა დარჩა. ბოლო დრომდე, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
ფოტოს ავტორი: ნინო ფისაძე

ამავე კატეგორიაში

წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები