რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის მერიას მოსკოვიდან გარეტრენაჟორების მორიგი პარტია შემოაქვს - ბიუჯეტის თანხით
გორის მერიას, ბიუჯეტის თანხით, გარეტრენაჟორების მორიგი პარტია კვლავ
რუსეთიდან შემოაქვს. ამისათვის ბიუჯეტიდან 250 000 ლარს გადაიხდის.
მორიგი პარტიის შემოტანაზე სატენდერო კომისიამ 15 მარტს იმსჯელა.
კომისიის გადაწყვეტილებით, მერიის თანამშრომლებს პრეტენზია არა აქვთ სპორტული ინვენტარის წარმომავლობაზე და ხარისხზე, ისინი საშუამავლო კომპანიას მხოლოდ ფასების დაზუსტებას სთხოვენ.
როგორც ირკვევა, საშუამავლო კომპანიას წარმოადგენს ,,ჯეოპარკი''. ,,ჯეოპარკის'' წარმომადგენელმა მერიას გამოუგზავნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით სპორტული ინვენტარის წარმომავლობა დგინდება: ყველა ინვენტარი შეძენილი იქნება კომპანია ЗАО "Завод игрового спортивного оборудования"-საგან (სათამაშო სპორტული ინვენტარის ქარხანა), რომლის ადმინისტრაცია მდებარეობს ქალაქ მოსკოვში.
ახალი გარეტრენაჟორები მუნიციპალიტეტის 4 ლოკაციაზე დაიდგმება - აღნიშნავენ მერიაში.
ბიუჯეტის თანხით რუსეთის ქარხნებიდან შეძენილი ინვენტარის თუ საკვების შესყიდვების თაობაზე, საკრებულოს ბოლო სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. ნაციონალური მოძარობის წევრები აცხადებენ, რომ გორის მერია პრორუსული ორიენტაციისა, რამაც საკრებულოს თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია. მმართველი გუნდი პრორურუსლ ორიენტაციაში ოპოზიციას ადანაშაულებს.
მმართველი გუნდის მხარდამჭერი დეპუტატები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქცია უფრო მეტად ხარისხიანია, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არა აქვთ. თანაც, 2020 წლის დეკემბერში, რუსეთიდან ჩამოტანილ ,,შვრიის ფანტელებში'' ჭიები აღმოჩნდა.
იგივე დეპუტატები სიამაყით აცხადებენ, რომ მაღაზიები რუსული პროდუქციითა სავსე და შესაბამისად პრობლემას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება იმ ფაქტს, არსებობს თუ არა სხვა ალტერნატივა, ერთი თვის წინ, ქარელის მერმა ხელშეკრულება გააფორმა სხვა კომპანიასთან, რომელმაც ქარელის მერიას თურქეთის რესპუბლიკაში დამზადებული ტრენაჟორების შეძენა შესთავაზა.

ამავე კატეგორიაში

წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები