რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდრეგულაციების აღსრულება გამკაცრდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ყველა შესაბამისი რეგულაცია, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის ფონზე დაფიქსირებული შემთხვევების მატების მაჩვენებლები. აღინიშნა, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე დადგენილი რეგულაციების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღისა და შესაბამისად, შეზღუდვების ხელახლა დაწესების საფუძველი არ გახდეს.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია, 25 მარტიდან, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. გარდა ამისა, ქვეყანა უახლოეს დღეებში ელოდება ვაქცინის დამატებით დოზებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.

ამასთან, როგორც ცნობილია, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროს და ავტობუსის მუშაობა.

ასევე, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩი, რომელზეც, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 278 178 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 270 668 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 714 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 203 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 179 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1 467 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.