რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ლექსო ვალიაურის სასარგებლოდ გორის მერიას 48 000 ლარის გადახდა დაეკისრა - რატომ?
გორის მერიის ,,კულტურის
ცენტრის'' ყოფილი დირექტორი ლექსო ვალიაური ადგილობრივი ბიუჯეტიდან,
კომპენსაციის სახით, 48 000 ლარს მიიღებს. ამის შესახებ
გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს
მიიღო.
უზენაესმა სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ლექსო ვალიაური, 2015 წლის 18 ნოემბრიდან, ითხოვს, სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, გორის მერის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას იმავე თანამდებობაზე და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
2019 წლის 13 თებერვალს, სააპელაციო სასამართლომ, 3 მოთხოვნიდან, მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა, კერძოდ:
,,მოპასუხის (გორის მერიის) დაუსაბუთებელი იურიდიული დასკვნის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, რის გამოც ლექსო ვალიაურს უწყვეტ რეჟიმში უხდება გამოძიებასთან თანამშრომლობა, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დღეის მდგომარეობით არ არის დასაქმებული, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა მიეცეს კომპენსაცია 12 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც განსახილველ შემთხვევაში 12000 ლარს შეადგენს."" - აღნიშნულია 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაში.
2021 წლის 23 მარტს კი კომპენსაცია გადამრავლდა დანარჩენ თვეებზე და გაიზარდა 48 000 ლარამდე.
2015 წელს კი, ლექსო ვალიაურს, კომპენსაციის სახით, მხოლოდ 2000 ლარი უნდა მიეღო, რადგან მისი ხელფასი 1000 ლარს შეადგენდა, ხოლო სამსახურიდან გაუფრთხილებლად და კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლეს.
გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ლექსო ვალიაურს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა. ამის დასამტკიცებლად ზურაბ ჯირკველიშვილს შიდა აუდიტის დასკვნა მოყავდა.
შიდა აუდიტმა დაადგინა, რომ კულტურის ცენტრის დირექტორმა ლექსო ვალიაურმა და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა, პორტუგალიაში ანსამბლ ,,შავლეგოს"" წევრებთან ერთად, საბიუჯეტო თანხებით იმოგზაურეს. ვითარება გაართულა იმ გარემოებამ, რომ საცეკვაო ანსამბლი იყო კერძო და ის მერიას არ ეკუთვნოდა.
იმისათვის, რომ ანსამბლი და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები პორტუგალიაში გამგზავრებულიყვნენ, ვიზა ჭირდებოდათ. ვიზის ასაღებად კი, გორის მერის შუამდგომლობა იყო საჭირო.
,,ლექსო ვალიაურმა მე მომატყუა, როცა შემომიტანა დოკუმენტი ხელმოსაწერად. მე არ ვიცოდი, რომ ანსამბლი იყო კერძო საკუთრება. მან დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მომაწერინა,"" - გვეუბნებოდა მაშინდელი მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ლექსო ვალიაურმა სამივლინებო ხარჯები გამოყო იმ ნებართვის შესაბამისად, რაც მას გორის მერმა მიანიჭა. სწორედ, გორის მერის ხელმოწერილი დოკუმენტი უმყარებდა ზურგს ლექსო ვალიაურს. გორის მერმა კი ვერ დაამტკიცა, რომ ის შეცდომაში ვალიაურმა შეიყვანა და დოკეუმენტზე ხელი მოტყუებით მოაწერინა.
გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ანსამბლ ,,შავლეგოს"" წევრთა უმრავლესობა ,,კულტურის ცენტრის"" ბენეფიციარები (დევნილები) იყვნენ. 27 წევრიდან მხოლოდ 7-ი წევრიდან წავიდა გასტროლებზე პორტუგალიაში. სასამართლომ განმარტა, რომ კულტურის ცენტრს უფლება ჰქონდა დაეფინანსებინა 20 მოცეკვავის გამგზავრება.
რატომ იფიქრა, რომ ანსამბლი ,,შავლეგო"" გორის მერიას ექვემდებარებოდა? გორის მაშინდელმა მერმა გვიპასუხა, რომ კულტურის ცენტრის საქმიანობაში ყველა დეტალს არ იცნობდა. ანსამბლის წევრები ვარჯიშობდნენ გორის მერიის კუთვნილ ფართში, მერს კი, ეგონა, რომ ანსამბლი კულტურის ცენტრს ეკუთვნოდა.
შიდა აუდიტმა ლექსო ვალიაური დაადანაშაულა ასევე იმაში, რომ გორის მერიის შენობის ფართი ანსამბლ ,,შავლეგოს"" სასარგებლოდ იაფად იყო გაქირავებული, რითაც ბიუჯეტმა იზარალა.
აუდიტის სამსახურის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ინფლაციის გამო, სავალდებულო იყო საიჯარო ხელშეკრულებების გადახედვა, რადგან საიჯარო ქირის ფასი უნდა გაზრდილიყო. ასევე, 2015 წლიდან გაქირავებულ ქონებაზე უნდა გაკეთებულიყო აუდიტორული შეფასება.
სასამართლომ განმარტა, რომ გორის მერიამ, 2015 წლის განმავლობაში ინფლაციის არსებობა, ასევე სახელმწიფოსა და კულტურის ცენტრისათვის ზიანის მიყენების ფაქტი ვერ დაადასტურა.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები