რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის მერიის აიპების საქმიანობას რადიო ,,მოზაიკა" სწავლობს
,,საკადრო პოლიტიკის ხარვეზები და საარჩევნო პროცესებში აიპების თანამშრომლების ჩართულობა"" – ეს ორი საკითხი განიხილეს იმ შეხვედრაზე, რომელიც რადიო მოზაიკას დირექტორმა გვანცა დოლუაშვილმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინაშე, გამართა.

მანამდე რადიო მოზაიკამ საგამოძიებო ჟურნალისტური მასალათა ციკლი, სწორედ, აიპების საქმიაობას მიუძღვნა.

აიპი – ეს არის არასამეწარმო, არაკომერციული იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელიც თავის საქმიანობას შესაბამისი წესდების საფუძველზე ახორციელებს და საქმიანობის კონკრეტული მიზანი და ამოცანები გააჩნია.

ასეთი ტიპის ორგანიზაციები შესაძლოა დააფუძნონ, როგორც კერძო პირების მიერ, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.

რადიოს ჟურნალისტებმა შეისწავლეს გორის მერიის მიერ დაფუძნებული აიპების საქმიანობა. ყურადღება მიაქციეს 2017 წლის შემდგომ პერიოდს, როდესაც მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად, ა(ა)იპ-ების რაოდენობა 22-დან 10-მდე შემცირდა.

როგორც ცნობილია, 2017 წელს ქალაქ გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა, რამაც ქალაქისა და თემის გაერთიანება გამოიწვია.

2014-2017 წლებში აიპები დაფუძნებული იყო როგორც მერიაში, ასევე, თემის გამგეობაში. დუბლირებული ორგანიზაციები, გაერთიანების შემდეგ, შეირწყა.

,,იურიდიული პირების მნიშვნელოვნად შემცირებას უნდა გამოეწვია სუბსიდიის შემცირებაც, მინიმუმ ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში. მიუხედავად ამისა, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე, 887 ათას 900 ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე 2017 წელს. 2017 წელს ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 3 016 პირი, ხოლო 2018 წელს 2 976 პირი". - ამ ინფორმაციით იწყებს ,,მოზაიკა" კვლევას.

რადიოს ჟურნალისტებმა სცადეს შემდეგ კითხვებზე პასუხის მიღება:

- ა(ა)იპ-ების საქმიანობით მიღებული სარგებელი რამდენად შესაბამისობაშია საბიუჯეტო დანახარჯთან?
- რამდენად სწორად განისაზღვრება ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა და ხომ არ არის ის კონკრეტული პარტიის ინტერესებზე მორგებული?
- რას უნდა აკეთებდნენ რეალურად ა(ა)იპ-ები და რას აკეთებენ ისინი რეალურად?

რადიოს დირექტორი აცხადებს, რომ მათ მიერ შეგროვებული მონაცემები რეორგანიზაციის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს: ,,მზარდი ბიუჯეტი, სახელფასო ფონდები და დასაქმებულ პირთა ოდენობა აჩვენებს, რომ ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციით ბიუჯეტის დაზოგვა არ მომხდარა, რაც რეორგანიზაციის ერთ-ერთ მიზნად სახელდებოდა."" - აღნიშნავს გვანცა დოლუაშვილი.

მომდევნო მასალაში, რომელიც რადიომ 2021 წლის 17 თებერვალს გამოაქვეყნა, იკვეთება, რომ აიპიებში დასაქმებული პირების ნაწილი არაკვალიფიციური კადრია, უფრო მეტიც, ბევრმა არც კი იცის, სად მუშაობს და რა ევალება.

ამის საილუსტრაციოდ აუდიოს სახით მოყვანილია რამდენიმე მათგანის კომენტარები.

ჟურნალისტთა გუნდმა დაასკვნა, რომ გორის მერიის ააიპ-ებში თვითნასწავლი, არაკვალიფიციური, უდიპლომო პირებისა და ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერების დასაქმების პრაქტიკაა დამკვიდრებული.

კვლევის მიხედვით, ა(ა)იპ-ებში გორის საკრებულოს წევრები "ქართული ოცნებიდან", მათი ახლობლები და გორის მერიის თანამშრომელთა ნათესავები მუშაობენ. ასევე, შექმნილია პოზიციები, რომელთა საჭიროება საეჭვოა .

როგორც რადიოს ხელმძღვანელი აცხადებს, ჟურნალისტთა გუნდი აგრძელებს აიპების საქმიანობის კვლევას. ამისათვის, რედაქციას ევროპის ფონდი ეხმარება.

"პროექტის მიზანია, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობით, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა გორის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, პროექტის ამოცანებია, ხელი შეუწყოს, ჟურნალისტიკის საშუალებით, მმართველობის კუთხით არსებული პრობლემების და ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის შემთხვევების გამოაშკარავებას გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში და ხელი შეუწყოს იდენტიფიცრებული პრობლემების მოგვარებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ადვოკატირების კამპანიების განხორციელებით", - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი გვანცა დოლუაშვილი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შემუშავებაც, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას რეორგანიზაციის არამარტო საჭიროებას და არამედ ეფექტიან გზებსაც დაანახვებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.