რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
დღეიდან მხოლოდ ახალი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით გადაადგილებაა შესაძლებელი
დღეიდან, 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა - კონკრეტული თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.

,,ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ მოხდა, საზოგადოების ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება. საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის 1 აპრილიდან'' - აღნიშნავენ შსს-ში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.